პურის ბზუალა (ლათ. Zabrus tenebrioides) — მწერი ბზუალა ხოჭოების ოჯახისა. აზიანებს ხორბალს, ქერს, ჭვავს, ნაკლებად — სიმინდსა და შვრიას. ზიანი მოაქვს მეტწილად მატლს, რომელიც იკვებება საშემოდგომო პურეულის ფოთლებით 3-4 კვირის განმავლობაში. დაზიანებული ფოთლები ძაფებად იშლება, ხმება და მცენარე მთლიანად იღუპება. ხოჭოებით დაზიანება კი ძირითადად რძის სიმწიფეში ჩნდება, როცა ისინი მარცვლით იკვებებიან.[2] პურის ბზუალას ქვესახეობა, ამიერკავკასიის პურის ბზუალა, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული,[3] ახასიათებს ერთწლიანი გენერაცია. მავნებლის მასობრივი გამრავლების ძირითადი მიზეზია ერთი და იმავე ნაკვეთზე პურეული კულტურების თესვა და სარეველებთან ბრძოლის ცუდი ორგანიზაცია, რადგან მავნებლის დამატებით საკვებს სწორედ სარეველები (ჭანგა და სხვ.) წარმოადგენენ.[2][4]

პურის ბზუალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  ბზუალა ხოჭოები
გვარი:  Zabrus
სახეობა:  პურის ბზუალა
ლათინური სახელი
Zabrus tenebrioides (Goeze, 1777)
სინონიმები[1]

ბრძოლის ღონისძიებები: სწორი თესლბრუნვა, რათა წინამორბედი იყოს ისეთი კულტურა, რომელიც არ ზიანდება პურის ბზუალათი (მზესუმზირა, ჭარხალი, საკვები ბალახები და სხვ.), დასათესად შეწამლული თესლის გამოყენება.[2][4]

  1. Guéorguiev, V. B.; Guéorguiev, B. V. (1995) Catalogue of the Ground-beetles of Bulgaria (Coleoptera, Carabidae). Pensoft Publishers, გვ. 166–168. 
  2. 2.0 2.1 2.2 ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. centri.gov.ge (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2020.
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 387.
  4. 4.0 4.1 „ჩვენი სოფელი“, ივლისი 2020, №5 (55), გვ. 14.