პუან მაჰარანი (დ. 6 სექტემბერი 1973, ჯაკარტა, ინდონეზია) — ინდონეზიელი პოლიტიკოსი, ინდონეზიის ბრძოლის დემოკრატიული პარტიის წევრი. ადამიანური განვითარებისა და კულტურის საკითხებში მინისტრ-კოორდინატორი პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს კაბინეტში 2014 წლიდან, სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს დეპუტატი 2009-2014 წლებში და ბრძოლის დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ლიდერი 2012-2014 წლებში. ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტის მეგავატი სუკარნოპუტრისა (2001-2004 წლებში) და სახალხო საკონსულტაციო კონგრესის ყოფილი სპიკერის ტოფიკ კიემასის (2009-2013 წლებში) პატარა შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. ინდონეზიის პირველი პრეზიდენტის სუკარნოს შვილიშვილი.

პუან მაჰარანი
დაბადების თარიღი 6 სექტემბერი, 1973(1973-09-06)[1] [2] [3] [4] [5] (51 წლის)
დაბადების ადგილი ჯაკარტა[6] [1] [4]
მოქალაქეობა  ინდონეზია
განათლება ინდონეზიის უნივერსიტეტი
ეროვნება მინანგკაბაუ[7]
მამა Taufiq Kiemas
დედა მეგავატი სუკარნოპუტრი
მეუღლე/ები Hapsoro Sukmonohadi[8]
შვილ(ებ)ი Diah Pikatan Orissa Putri Hapsari და Praba Diwangkara Caraka Putra Soma
ჯილდოები Bintang Mahaputera Adipradana[9] , Tatler 500 Indonesia[10] და Asia's Most Influential Indonesia[11]

ბიოგრაფია

რედაქტირება

პუან მაჰარანი დაიბადა 1973 წლის 6 სექტემბერს მეგავატი სუკარნოპუტრისა და მისი მესამე ქმრის ტოფიკ კიემასის ოჯახში[12]. ტოფიკ კიემასი ამ დროისათვის სტუდენტური აქტივისტი და სუჰარტოს რეჟიმის მოწინააღმდეგე იყო. პუან მაჰარანის ბავშვობაში მამამისი ციხეში ჩასვეს ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ბრალდებით[13]..

1991 წელს ჩიკინის სკოლის დასრულების შემდეგ პუანი გახდა ინდონეზიის უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც სწავლობდა მასობრივ კომუნიკაციას. უნივერსიტეტი დაასრულა 1997 წელს[14].

1998 წელს სუჰარტოს დამხობის შემდეგ, პუან მაჰარანი პოლიტიკური საქმიანობით დაკავდა. მისი პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა დედამისმა, რომელიც ამ დროისათვის ინდონეზიის პოლიტიკურ სცენაზე ერთ-ერთი გავლენიანი მოთამაშე იყო. პუანი გაწევრიანდა ბრძოლის დემოკრატიულ პარტიაში, რომელიც დედამისმა შექმნა 1998 წელს. მეგავატი სუკარნოპუტრის პრეზიდენტობის დროს იგი დედამისს დაყვებოდა სხვადასხვა ოფიციალურ ვიზიტებში, ასევე თავად მართავდა სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს[15].

2000-იანების შუა წლებში პაუნი გახდა ბრძოლის დემოკრატიული პარტიის ქალთა ფრთის ლიდერი. 2008 წელს კი მეგავატი სუკარნოპუტრიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პაუნ მაჰარანი გახდებოდა მისი შემცვლელი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე[16].

2009 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი კენჭს იყრიდა ცენტრალური იავის ოლქიდან. შედეგად მან მიაღწია გამარჯვებას, მიიღო 242 504 ხმა (მეორე მაჩვენებელი არჩეულ კანდიდატებს შორის[17]) და გახდა ინდონეზიის სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს წევრი. 2012 წელს ფრაქციის ლიდერი გახდა. 2013 წელს გამოდიოდა საწვავზე ფასების გაზრდის მოწინააღმდეგედ[18].

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში განიხილებოდა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო ჯოკო ვიდოდოს არჩევის შემდეგ ასევე განიხილავდნენ როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, თუმცა ვიცე-პრეზიდენტი გახდა იუსუფ კალა. ამავე წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს 326 927 ხმით და ეს იყო კვლავ მეორე მაჩვენებელი არჩეულ კანდიდატებს შორის[17][19].

ჯოკო ვიდოდოს გამარჯვების შემდეგ პუანი დანიშნეს ადამიანური განვითარებისა და კულტურის მინისტრ-კოორდინატორად და გახდა იმ რვა ქალიდან ერთ-ერთი, რომელმაც თანამდებობა დაიკავა ახალ კაბინეტში. მთავრობაში გადასვლის შემდეგ მისი ადგილი პარლამენტში დიდი ხნის მანძლზე ვაკანტური იყო. მისი შემცვლელი გახდა ალფია რეზიანი, რომელმაც მანდატი მიიღო მხოლოდ 2016 წელს[20].

2017 ელს პუან მაჰარანიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ და აცხადებდა, რომ ადამიანური განვითარების ინდექსი გაიზარდა ინდონეზიაში და შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი[21].

2019 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლის დემოკრატიული პარტიის შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ (ჯოკო ვიდოდო ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად, ხოლო პარტიამ მიიღო 128 ადგილი ინდონეზიის სახალხო წარმომადგენელთა საბჭოში, 19 ხმით მეტი წინა არჩევნებთან შედარებით) პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პუან მაჰარანი სავარაუდოდ 2019 წელს გახდებოდა დედის, მეგავატი სუკარნოპუტრის შემცვლელი პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

პუანი გათხოვილია ბიზნესმენზე ხაპსორო სუკმონოხადიზე, მათ ორი შვილი ჰყავთ[22]. პუანს ორი ძმა ჰყავს დედის პირველი ქორწინებიდან (სამხედრო-საჰაერო ძალების ლეიტენანტი სურინდრო სურიარსოსაგან) მოჰამად რიზკი პრატამა და მოჰამად პრანანდუ პრაბოვო.

  1. 1.0 1.1 pemiluAPI — 2014.
  2. DPR Website — 2020.
  3. https://data.mendeley.com/datasets/jhws2wyds5/1/files/93c27ac7-3b79-4a48-a052-58d98bf8e532doi:10.17632/JHWS2WYDS5.1
  4. 4.0 4.1 pemiluAPI
  5. DAFTAR CALON TETAP DPR
  6. Freebase Data DumpsGoogle.
  7. Ensiklopedia Tokoh 1001 Orang Minang / H. Chaniago, R. I. DenasUMSB Press, 2023. — ISBN 978-623-8416-00-4
  8. https://www.viva.co.id/siapa/read/231-puan-maharani
  9. https://www.merdeka.com/peristiwa/13-menteri-kabinet-jokowi-terima-penghargaan-tanda-kehormatan-bintang-mahaputera.html
  10. https://web.archive.org/web/20221104070656/https://indonesiatatler.com/tatler-list/500list?feed=json&limit=1000&offset=0
  11. https://www.tatlerasia.com/people/puan-maharani
  12. Lamb, David (23 October 1999). „Megawati Rises Above Stormy Clouds of Suharto Era“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 22 March 2018.
  13. „Mengintip Kisah Cinta Taufiq Kiemas dan Megawati Soekarnoputri“. Detik (ინდონეზიური). 7 January 2013. ციტირების თარიღი: 7 November 2017.
  14. „Sosok Puan Maharani, Salah Satu Menteri Koordinator di Kabinet Jokowi“. KOMPAS.com (ინდონეზიური). 26 October 2014. ციტირების თარიღი: 7 November 2017.
  15. Puan Maharani. Merdeka. ციტირების თარიღი: 7 November 2017.
  16. „Megawati Perkenalkan Penerusnya Puan Maharani“. ANTARA (ინდონეზიური). 16 July 2008. ციტირების თარიღი: 7 November 2017.
  17. 17.0 17.1 „Puan Maharani, Calon Menko Pembangunan Manusia“. Tempo (ინდონეზიური). 22 October 2014. ციტირების თარიღი: 7 November 2017.
  18. „Tolak Kenaikan BBM, Puan: Program Balsem Tak Jelas“. detik.com (ინდონეზიური). 17 June 2013. ციტირების თარიღი: 7 November 2017.
  19. „Puan still eyes VP position“. The Jakarta Post. 17 May 2014. ციტირების თარიღი: 7 November 2017.
  20. Ihsanuddin (17 March 2016). „Alfia Reziani Resmi Dilantik Jadi Anggota DPR Gantikan Puan Maharani“. KOMPAS.com (ინდონეზიური). ციტირების თარიღი: 7 November 2017.
  21. „Govt announces progress in human development, cultural affairs“. The Jakarta Post. 27 October 2017. ციტირების თარიღი: 7 November 2017.
  22. Profil Puan Maharani. VIVA.co.id. ციტირების თარიღი: 7 November 2017.