ინდონეზიის უნივერსიტეტი

სახელმწიფო უნივერსიტეტი დეპოკში, ინდონეზიაში

ინდონეზიის უნივერსიტეტი ― საჯარო უნივერსიტეტი დეპოკში, დასავლეთ იავასა და სალემბაში, ინდონეზიაში. იგი ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ინდონეზიაში და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება გაჯა მადას უნივერსიტეტთან და ბანდუნგის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან ერთად.[14][15] 2019 წელს QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ინდონეზიის უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით პირველ და მსოფლიო მასშტაბით 292-ე უნივერსიტეტად დასახელდა.[16][17]

დაფუძნდა 1849[1] და 2 თებერვალი, 1950[2]
ატარებს სახელს ინდონეზია
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი, თავისუფალი გამომცემელი[3] და უნივერსიტეტი[4]
რექტორი Ari Kuncoro
მისამართი Jalan Salemba Raya 4[2]
ქვეყანა ინდონეზია[3] [5]
ტელეფონი +62217270020[6]
კავშირები Association of Pacific Rim Universities[7] , Committee on Publication Ethics[8] , Open Education Global[9] , ASEAN University Network[10] , ASEAN European Academic University Network[11] , Association of the Universities of Asia and the Pacific[12] და Islamic world Educational, Scientific and Cultural Organization[13]
აფილაცია ASEAN University Network
ინდონეზიის უნივერსიტეტი — ინდონეზია
ინდონეზიის უნივერსიტეტი
https://www.ui.ac.id[6]

ინდონეზიის უნივერსიტეტის ისტორია 1851 წლიდან იწყება. ამ პერიოდში ნიდერლანდების კოლონიურმა მთავრობამ მედიკოსების გასაწვრთნელად სამედიცინო სკოლა დააარსა. წვრთნა ორ წელიწადს გრძელდებოდა და კურსდამთავრებულებს სამედიცინო დახმარების სსაფუძვლების სერტიფიკატი გადაეცემოდათ. პროგრამა უფრო სრულყოფილი გახდა და 1864 წლისთვის სწავლების პერიოდი სამწლამდე გახანგრძლივდა. 1875 წლისთვის სწავლების ხანგრძლივობა 7 წლამდე გაიზარდა და კურსდამთავრებულებს მედიცინის დოქტორის ხარისხი ენიჭებოდათ.[18]

1898 წელს ნიდერლანდების აღმოსავლეთ ინდონეზიის მთავრობად მედიცინის დოქტორთა გასაწვრთნელად ახალი სკოლა დააარსა. სკოლის შენობა 1902 წელს გაიხსნა, რომელშიც დღეს ეროვნული გამოფხიზლების მუზეუმია განთავსებული. სწავლების ხანგრძლივობა ცხრა წლამდე გაიზარდა და სკოლისა და საუნივერსიტეტო განათლების ნაზავს წარმოადგენდა. შემდგომში სკოლის კურსდამთავრებულებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ინდონეზიის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმართულ ეროვნულ მოძრაობაში, ისევე, როგორც ინდონეზიაში სამედიცინო განათლების განვითარებაში.[19]

1946 წელს ინდონეზიის მთავრობა ჯაკარტაში უნივერსიტეტი დააარსა, რომელსაც 1947 წელს ინდონეზიის უნივერსიტეტი ეწოდა. ინდონეზიის ეროვნული რევოლუციის შემდეგ მთავრობამ 1950 წლის თებერვალში სახელმწიფო უნივერსიტეტი დააარსა.

სტრუქტურა

რედაქტირება
 
მედიცინის ფაკულტეტი ძველ კამპუსში (სალემბა)

უნივერსიტეტი 14 ფაკულტეტს, 2 სკოლას და 1 პროგრამას მოიცავს, სადაც საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო კურსები ხორციელდება. უნივერსიტეტში ადმინისტრაციული მეცნიერების, კომპიუტერული მეცნიერების, სტომატოლოგიის, ეკონომიკისა და ბიზნესის, ინჟინერიის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინის, საექთნო საქმის, ფარმაციის, ფსიქოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები, გარემოს მეცნიერებისა და სტრატეგიული და გლობალური კვლევების სკოლები ფუნქციონირებს. უნივერსიტეტს აქვს პროფესიული პროგრამებიც.

კამპუსები

რედაქტირება

სალემბას კამპუსი ცენტრალურ ჯაკარტაში მდებაროებს და მეტწილად მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებს ემსახურება. კამპუსი მოიცავს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ ჰოსპიტალსა და სიპტო მანგუნკუსუმოს სახელობის ეროვნულ ჰოსპიტალს. კამპუსის ტერიტორიაზე მდებარეობს სამართლის ფაკულტეტის (სამართლის მეცნიერების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები), ეკონომიკის ფაკულტეტის, გარემოს მეცნიერებათა სკოლის (გარემოსდაცვის მეცნიერებათა სამაგისტრო და გარემოსდაცვის მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამები) და ინჟინერიის ფაკულტეტის (ლაბორატორიები) დაწესებულებებიც.[18]

 
ინდონეზიის უნივერსიტეტის რექტორატი

დეპოკის კამპუსი ჯაკარტის სამხრეთით მდებარეობს და 1980-იანი წლების შუა ხანებში აიგო. ამჟამად უნივერსიტეტის მთავარი კამპუსია. ფაკულტეტების უმრავლესობა (მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფარმაცია, ინჟინერია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, სოციალური პოლიტიკა, სამართალი, გამოთვლითი მეცნიერებები, საექთნო საქმე და საზოგადოებრივი ჯანდაცვა) ამ კამპუსშია განთავსებული.

რეიტინგი

რედაქტირება

2019 წლის Quacquarelli Symonds-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ინდონეზიის უნივერსიტეტი ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტად იყო დასახელებული. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ინდონეზიის უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგში 277-ე ადგილიდან 292-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, თუმცა აზიის მასშტაბით 58-ე ადგილიდან 57-ე ადგილზე აინაცვლა.[17] 2022 წელს ინდონეზიის უნივერსიტეტს მსოფლიო მასშტაბით 290-ე, ხოლო აზიის მასშტაბით 56-ე ადგილი უკავია.[20]

2019 წლის Times Higher Education-ის რეიტინგში ინდონეზიის უნივერსიტეტმა 801-1000-დან 601-800 პოზიციაზე აინაცვლა.[21] 2020 წელს უნივერსიტეტს მსოფლიო მასშტაბით 801-1000 პოზიცია, ხოლო აზიის მასშტაბით 162-ე ადგილი ეკავა.[22]

თანამშრომლობა

რედაქტირება
 
ინდონეზიის უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა

ინდონეზიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს მალაიზიის სამეცნიერო უნივერსიტეტთან და სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან მალაიური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამაში.[23] უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტი თანამშრომლობს მელბურნის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტთან.[24] ინდონეზიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტი თანამშრომლობს სეულის უნივერსიტეტთან ადმინისტრაციულ მეცნიერებათა პოსტსადოქტორო პროგრამაში.[25]

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტთან, მათ შორისაა:[26] დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია), სიდნეის უნივერსიტეტი (ავსტრალია), ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტი (ავსტრალია), მელბურნის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი (ავსტრალია), სოფიას უნივერსიტეტ (ბულგარეთი), ანჟეს უნივერსიტეტთან (საფრანგეთი), პარმის უნივერსიტეტი (იტალია), ნანზანის უნივერსიტეტი (იაპონია), კიოტოს უნივერსიტეტი (იაპონია), რიკიოს უნივერსიტეტი (იაპონია), ტიბის უნივერსიტეტი (იაპონია), ოსაკის უნივერსიტეტი (იაპონია), სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი, სინგაპურის მენეჯმენტის ინსტიტუტი, მალაიის უნივერსიტეტი (მალაიზია), ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები, ბელგორადის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთი) და სხვ.

კვლევითი ორგანიზაციები

რედაქტირება

ინდონეზიის უნივერსიტეტს არაერთი კვლევითი ორგანიზაცია აქვს, მათ შორის:[27] ანთროპოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერების, სოციოლოგიის ლაბორატორიები, დემოგრაფიის, სამართლისა და საზოგადოების კვლევების, სამართლისა და ტექნოლოგიის კვლევების, ფისკალური სამართლის კვლევების, ისლამისა და ისლამური სამართლის კვლევების, კონკურენციისა და სავაჭრო პოლიტიკის კვლევების, ფსიქოლოგიური კვლევების, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევების ინსტიტუტები, ანთროპოლოგიური კვლევების, ავსტრალიის კვლევების, ევროპული კვლევების, საზღვაო კვლევების, კომუნიკაციების კვლევების ცენტრები და სხვ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.ui.ac.id/tentang-ui.html
  2. 2.0 2.1 https://pddikti.kemdikbud.go.id/api/pt/detail/a4xB5U86TJKNG02bhZkkcnfBBX0Bmt86mdY12EIqA8qgAP_5bm02EfzIM5YzdrNBt1HFEw==
  3. 3.0 3.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  4. National School Identification Number
  5. https://pddikti.kemdikbud.go.id/perguruan-tinggi
  6. 6.0 6.1 pddikti.kemdikbud
  7. https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
  8. https://publicationethics.org/members
  9. https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
  10. https://aunsec.org/discover-aun/membership
  11. https://web.archive.org/web/20240430185709/https://asea-uninet.org/about-us/history/
  12. https://web.archive.org/web/20130517134720/http://apru.org/members/member-universities
  13. https://web.archive.org/web/20150729033505/http://www.isesco.org.ma/fuiw.org/en/universites_membres.php
  14. „Mencermati Peringkat Nilai Hasil Seleksi Penerimaan Mahasiswa Baru (SPMB) 2004“ (online archive) (ინდონეზიური). Harian Jawa Pos. 13 August 2004. ციტირების თარიღი: 2006-11-02.
  15. „Universitas Indonesia“. Tilburg University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-12.
  16. Universitas Indonesia. ციტირების თარიღი: 2016-03-12
  17. 17.0 17.1 Universitas Indonesia en (2012-12-07). ციტირების თარიღი: 2018-12-23
  18. 18.0 18.1 History. University of Indonesia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 20 October 2016
  19. History. University of Indonesia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 2 October 2016
  20. Universitas Indonesia en. ციტირების თარიღი: 2022-05-03
  21. University of Indonesia en. ციტირების თარიღი: 2019-12-15
  22. University of Indonesia en (2020-09-29). ციტირების თარიღი: 2020-10-18
  23. Collaborations with Overseas Universities (29 May 2018).
  24. Tentang Departemen Kriminologi. ციტირების თარიღი: 2018-12-23
  25. Imtihani, Inung. (2018-08-08) FIA UI Jajaki Kolaborasi dengan Seoul National University id-ID. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-13. ციტირების თარიღი: 2018-12-23
  26. Kerjasama Luar Negeri en-US (2014-06-11). ციტირების თარიღი: 2018-12-23
  27. Profile - Research Center. University of Indonesia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 3 June 2013