განათლება ინდონეზიაში
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|განათლება ინდონეზიაში}} |
განათლება ინდონეზიაში — განათლების სისტემა ინდონეზიაში. განათლება ექვემდებარება განათლებისა და კულტურის სამინისტროს და რელიგიურ საქმეთა სამინისტროს. ინდონეზიაში ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს თორმეტწლიანი სავალდებულო განათლება, რომელიც შედგება დაწყებითი საფეხურის ექვსი წლის, და საშუალო და დამამთავრებელი საფეხურის სამი წლისაგან. ისლამური სკოლები ექვემდებარება რელიგიურ საქმეთა სამინისტროს.
კონსტიტუციის მიერ განათლება განისაზღვრება, როგორც სასწავლო გარემოს და სასწავლო პროცესის დაგეგმილი დამკვიდრება, რათა თითოეულმა მოსწავლემ აქტიურად განავითაროს საკუთარი პოტენციალი რელიგიურ და სასულიერო სფეროში, ჩამოაყალიბოს საკუთარი ცნობიერება, პიროვნება, ინტელექტი, ქცევა და შემოქმედებითობა. კონსტიტუცია ასევე აღნიშნავს, რომ ინდონეზიაში არსებობს ორი სახის განათლება: ფორმალური და არაფორმალური. ფორმალური განათლება იყოფა სამ საფეხურად: დაწყებითი, საშუალო და უმაღლეს განათლებად.
ინდონეზიაში სკოლებს მართავს მთავრობა ან კერძო სექტორი. ზოგიერთი კერძო სკოლა თავს მოიხსენიებენ როგორც "ეროვნული პლუს სკოლები", რაც ნიშნავს, რომ მათი სასწავლო გეგმა აჭარბებს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ეს გამოიხატება (ნაწილობრივ) ინგლისურენოვან სწავლებაში და პროგრამის გაფართოებაში საერთაშორისო სტანდარტების მიერ. ინდონეზიაში დაახლოებით 170,000 დაწყებითი სკოლა, 40,000 საშუალო და 26,000 დამამთავრებელი სკოლაა. ამ სკოლების 84% განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ხოლო დანარჩენი 16% პროცენტი რელიგიურ საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
უმაღლესი განათლება
რედაქტირებაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულები იყოფა ორ ტიპად: სახელმწიფო და კერძო. ორივე მათგანს ზედამხედველობს კვლევის, ტექნოლოგიისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო. არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხი ტიპი: უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, აკადემია და პოლიტექნიკური სასწავლებელი.
ინდონეზიის უმაღლეს სასწავლებლებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ზრდა შეინიშნა. 1950 წელს არსებობდა 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო ჯამში დაახლოებით 6,500 სტუდენტით. 1970 წელს 450 კერძო და სახელმწიფო დაწესებულებაში ჩაირიცხა დაახლოებით 237,000 სტუდენტი. 1990 წლისთვის არსებობდა 900 დაწესებულება, დაახლოებით 141,000 მასწავლებელი და თითქმის 1,5 მილიონი სტუდენტი [1].
ისლამური სკოლები
რედაქტირებაინდონეზიაში ისლამური სკოლების სამი ტიპი არსებობს: პეზანტრენი, მადრასა და სეკოლა.
პეზანტრენი
რედაქტირებაპეზანტრენი შეიძლება იყოს როგორც მცირე, მხოლოდ რამდენიმე პედაგოგითა და მოსწავლით, ასევე საკმაოდ დიდი, ათობით მასწავლებლითა და ასობით მოსწავლით. პეზანტრენს ხელმძღვანელობენ მემკვიდრეობითი კიაისი, რომელსაც აქვს რელიგიური ავტორიტეტიც. პეზანტრენს ესწრებიან ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ ყურანის, არაბული ენის, შარიატისა და მუსულმანური ტრადიციებისა და ისტორიის შესწავლა, სწავლობენ აგრეთვე უფრო თანამედროვე საგნებს, როგორიცაა ინგლისური, მათემატიკა და გეოგრაფია [2].
პეზანტრენში შესვლა და გამოსვლა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელიდა სწავლა არ არის კურსად ორგანიზებული. პეზანტრებს არ აქვთ ერთიანი წარმოდგენა ისლამზე და საერო სწავლებაზე და სხცადასხვა მიდგომა აქვთ, როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული.
მადრასა
რედაქტირებამადრასები განსხვავდებიან თავიანთი იდეოლოგიის და პროგრამის მიხედვით და საერო და სასულიერო მასალის ბალანსით, მათი მრავალი ტიპი არსებობს [3]. მიუხედავად იმისა, ზოგადად საზოგადოებას მიაჩნია, რომ ისლამური სკოლები უფრო დაბალი ხარისხის განათლებას სთავაზობენ, ისლამურ სკოლებს შორის მადრასა პეზანტრენზე უარესად ითვლება.
სეკოლა
რედაქტირებასეკოლები იყენებენ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საერო სასწავლო გეგმას და ამატებენ საკუთარ ისლამურ სასწავლო პროგრამებს. ჩვეულებრივ, სკოლები სოფლად გვხვდება და მუსლიმი მკვლევრის ხელმძღვანელობით მოქმედებენ.
წყაროები
რედაქტირება- Ilmu Pengetahuan Sosial Kelas VIII Semester 1. Kemendikbud. 2014. p. 144. ISBN 978-602-282-091-8.
- https://data.worldbank.org/indicator/SE.SEC.ENRL.TC.ZS?locations=ID-Z4
- http://waspada.co.id/index.php?option=com_content&view=article&id=195290:foreign-students-in-indonesia-mostly-malaysians&catid=30:english-news&Itemid=101
- http://lcweb2.loc.gov/frd/cs/pdf/CS_Indonesia.pdf
- https://www.emerald.com/insight/content/doi/10.1108/JEA-01-2020-0004/full/html
- http://lcweb2.loc.gov/frd/cs/pdf/CS_Indonesia.pdf