პროსტიტუცია საბერძნეთში
საბერძნეთში პროსტიტუცია ლეგალურია 18 წლიდან და რეგულირდება. დადგენილია, რომ 1000-ზე ნაკლები ქალი მუშაობს ლეგალურად მეძავად, ხოლო დაახლოებით 20 000 ქალი, რომელთაგან ნახევარი უცხოელია, მეორე ნახევარი ბერძენი, დაკავებულია არალეგალური პროსტიტუციით. [1] [2] პროსტიტუციას მიმართა ეკონომიკური კრიზისით დაზარალებულმა ბევრმა ქალმა სიღარიბის გამო. [2]
სამართლებრივი მდგომარეობა
რედაქტირებაპროსტიტუციით დაკავეულ პირებს შეუძლიათ მუშაობა მხოლოდ სახელმწიფო ბორდელებში (ე.წ. სტუდიებში ). ქალები უნდა იყვნენ 18 წელზე მეტი ასაკის; გაუთხოვარი; ჰქონდეთ საბერძნეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება; სავალდებუოა იყვნენ ფსიქიკურად ჯანმრთელები. არ უნდა იყვნენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მატარებლები, ნარკოდამოკიდებულები, ნასამართლევი მკვლელობის , სუტენიურობის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ტრეფიკინგის, ძარცვის ან შანტაჟის მუხლით. უნდა დარეგისტრირდნენ ადგილობრივ პრეფექტურაში და ჰქონდეთ სამედიცინო ბარათი, რომელიც განახლდება ყოველ ორ კვირას. [3]
საბერძნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეესრულებინა 1999 წლის კანონი, რომელიც ავალდებულებდა ყველა ბორდელს ნებართვის აღებას. [4] ნებართვებს გასცემს სახელმწიფო. ბორდელები უნდა განთავსდეს საზოგადოებრივი შენობებიდან არანაკლებ 200 მეტრში. შემოთავაზებული იყო მანძილის 100 მ-მდე შემცირება 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებამდე, მაგრამ საბერძნეთის მთავრობამ არ მოახდინა რეაგირება ამ წინადადებაზე. [5]
პროსტიტუცის მომსახურების შეთავაზება არალეგალური, მაგრამ გავრცელებულია და იზრდება ქუჩის მეძავების რიცხვი. [6] სუტენიორობა და გატაცება უკანონოა. [7]
აივ ინფექცია/შიდსი
რედაქტირება2011-2015 წლებში საბერძნეთში აივ ინფექციების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა. 2012 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც აივ ინფიცირების მაჩვენებელი წელიწადში 60%-ით გაიზარდა, ათენის ხელისუფლებამ ბევრი ნარკომანი და მეძავი დააკავა; შემოიღო სავალდებულო აივ ტესტირება ხსენებული პირებისთვის. მედია მონაწილეობდა აივ-დადებითი ადამიანების დევნაში, მათი სახელების და ფოტოების გამოქვეყნებაში. ამ ქმედებამ სექსის მუშაკები აიძულა ტესტირებისთვის თავი აერიდებინათ, თუ მათი სახელები გამოქვეყნდებოდა დადებითი პასუხის შემთხვევაში. [8]
სექსის მუშაკებსა და კლიენტებს შორის კონდომის გამოყენება დაბალია ( UNAIDS-ის შეფასებით 4.7%), რაც ზრდის აივ და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაცემის რისკს. [9]
სექს-ტრეფიკინგი
რედაქტირებასაბერძნეთი წარმოადგენს სატრანზიტო ქვეყანას. ტრეფიკერები სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებენ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპიდან, სამხრეთ და ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან და რუსეთიდან ზოგიერთ ქალსა და ბავშვს აიძულებენ იმუშაონ არალიცენზირებულ ბორდელებში, ქუჩაში, სტრიპტიზ კლუბებში, მასაჟის სალონებში და სასტუმროებში. [10] საბერძნეთში უპატრონო ბავშვთა მიგრანტების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ექსპლუატაციისადმი დაუცველი ბავშვების რაოდენობის ზრდა. ადამიანებით ვაჭრობაში მონაწილეობის ეჭვმიტანილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული .
კანონი 3064/2002 და პრეზიდენტის ბრძანებულება 233/2003 კრძალავს სექსუალურ ვაჭრობას და იძულებით შრომას და ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პოლიციამ 2015 წელს სექსუალური ტრეფიკინგის 18 შემთხვევა გამოიძია. 2016 წელს მთავრობამ სექსუალური ტრეფიკინგის 25 ბრალდებული (2015 წელს 97) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მთავრობამ გააძლიერა ზომები დაზარალებულთა დასაცავად. პოლიციამ გამოავლინა სექსუალური ტრეფიკინგის 26 მსხვერპლი, მათ შორის ხუთი ბავშვი, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 34-ს შეადგენდა.
2016 წლის განმავლობაში საბერძნეთი განიცდიდა მიგრაციის ტალღას ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და სამხრეთ აზიიდან. მიგრანტთა შორის არიან თავშესაფრის მაძიებლები, პოტენციურ ლტოლვილები, ეკონომიკური მიგრანტები და ტრეფიკინგის მიმართ დაუცველ მოსახლეობა. ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 2016 წელს საბერძნეთმა მიიღო 170 000 ზე მეტი მიგრანტი და თავშესაფრის მაძიებელი; მათგან უპატრონო ბავშვები და მარტოხელა ქალები ძალიან დაუცველები არიან ტრეფიკინგის მიმართ. ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან თანმხლები პირების გარეშე ძირითადად ავღანეთიდან, გადარჩენის მიზნით, პროსტიტუციას ეწევიან და დაუცველები არიან ადამიანებით მოვაჭრეებისგან. ითვლება, რომ მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების უმეტესობა ეყრდნობა კონტრაბანდისტებს მათი მოგზაურობის გარკვეულ მომენტში და ზოგიერთ შემთხვევაში მათ აიძულებენ პროსტიტუციაში ჩაბმას საბერძნეთში ჩასვლისთანავე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანთა ტრეფიკინგის მონიტორინგისა და ბრძოლის ოფისი საბერძნეთს ასახელებს „მე-2 დონის“ ქვეყნად.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Albanians muscling in on Greek prostitutes“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-16. ციტირების თარიღი: 2010-05-22.
- ↑ 2.0 2.1 Reid, Rebecca (2015-11-13). „Prostitution: The hidden cost of Greece's economic crisis“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-21. ციტირების თარიღი: 2018-02-20.
- ↑ Reid, Rebecca (2015-11-13). „Prostitution: The hidden cost of Greece's economic crisis“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-21. ციტირების თარიღი: 2018-02-20.
- ↑ Greece: Country Reports on Human Rights Practices (2003-03-31). ციტირების თარიღი: 2015-11-02
- ↑ A summary of the prostitution regulations in the EU member states. ციტირების თარიღი: 2018-02-20
- ↑ Reid, Rebecca (2015-11-13). „Prostitution: The hidden cost of Greece's economic crisis“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-21. ციტირების თარიღი: 2018-02-20.
- ↑ Law to combat Trafficking in Human Beings, crimes against carnal freedom, pornography, economic exploitation of carnal freedom, and support to the victims. ციტირების თარიღი: 2018-02-20
- ↑ Reid, Rebecca (2015-11-13). „Prostitution: The hidden cost of Greece's economic crisis“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-21. ციტირების თარიღი: 2018-02-20.
- ↑ Reid, Rebecca (2015-11-13). „Prostitution: The hidden cost of Greece's economic crisis“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-21. ციტირების თარიღი: 2018-02-20.
- ↑ GREECE. U.S. State Department.. ციტირების თარიღი: 2023-04-19