პრიანკა ჩოპრა
პრიანკა ჩოპრა (ინგლ. Priyanka Chopra; დ. 18 ივლისი, 1982, ჯამშედპური, ბიჰარი, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი, მომღერალი და ფოტომოდელი. მის მსოფლიო 2000-ის გამარჯვებული. 2015 წლიდან თამაშობს მთავარ როლს ამერიკულ სერიალში კუანტიკო. Filmfare Awards-ისა და სხვა კინომატოგრაფიაში არსებული ჯილდოების მფლობელი. 2016 წელს მიიღო ინდოეთის სახელმწიფო ჯილდო პადმა შრი.
პრიანკა ჩოპრა | |
---|---|
პრიანკა 2014 წელს | |
დაბადების თარიღი |
18 ივლისი, 1982 ჯამშედპური, ბიჰარი |
ეროვნება | ინდოელი |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, მოდელი |
აქტიური | 2002 დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპრიანკა ჩოპრა დაიბადა 18 ივისს, 1982 წელს ჯამშედპურში. მისი მშობლები აშოკი და მადჰუ სამხედრო ექიმები არიან, ამიტომ ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. ისინი ლადაქიდან კერალაში, შემდეგ კი მუმბაისა და ჯამშედპურში გადავიდნენ[1]. მას ჰყავს ძმა, სიდჰარტი, რომელიც მასზე რვა წლით უმცროსია. მისი ბიძაშვილი პარინიტი ჩოპრაც მსახიობი გახდა.
პრიანკა ბავშვობაში ასთმით იყო დაავადებული.
განათლება მიიღო ლაქნაუსა ბარელის სკოლებში, შემდეგ სწავლობდა მარია გორეტის კოლეჯში, ხოლო გამოსაშვები კლასი ბოსტონში დაამთავრა.
მისი მიზანი იყო გამხდარიყო ინჟინერი ან ფსიქოლოგი. დაკავებული იყო ცეკვითა და სიმღერით. წერდა მოთხრობებს. მსახიობობის სურვილი კი ბოლოს გაუჩნდა. ვიღაცამ ურჩია, მონაწილეობა მიეღო სილამაზის კონკურსში და 2000 წელს გახდა ვიცე-მის ინდოეთი. ამავე წელს, 18 წლის ასაკში მან მიიღო მის მსოფლიოს სტატუსი. 2003 წელს დაიწყო მისი კარიერა ბოლივუდში.
პრიანკა იყო ერთადერთი ინდოელი, რომელსაც ჰქონდა პატივი ემღერა ამერიკის ეროვნულ გუნდში National Opus Honor Choir. აქტიური კინემატოგრაფიის გარდა მონაწილეობდა სასცენო წარმოდგენებში, იყო Fear Factor: Khatron Ke Khiladi-ის მესამე სეზონის წამყვანი და ასევე ჟურნალის Elle მიმომხილველი.
პრიანკამ საკუთარი პირველი სინგლი «In My City» 2012 წელს გამოუშვა. მეორე სინგლი «Exotic» გამოვიდა 2013 წელს, რაც ჩაწერილია ამერიკელ რეპერ Pitbull-თან ერთად. ამან დიდი გამოხმაურება მოიპოვა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისგან და პოპულარული გახდა ამერიკასა და კანადაში. 2015 წლის გაზაფხულზე YouTube-ის არხზე ვიდეორგოლის მნახველთა რაოდენობამ 59 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 2017 წლის აპრილის დასაწყისში «Exotic»-ის მაყურებელმა 109 მილიონს მიაღწია. მომღერლის მესამე სინგლმა «I Can’t Make You Love Me» კი რეკორდი დაამყარა და 24 საათის განმავლობაში მესამე ადგილი დაიკავა Itunes India-ში.
2015 წელს პრიანკამ მიიღო მთავარი როლი ამერიკულ სერიალში კვანტიკო, სადაც მონაწილეობდა ონჟანიუ ელისთან ერთად. აქედან გამომდინარე პრიანკა გახდა პირველი სამხრეთ აზიელი მსახიობი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერიალში, რომელიც ეთერში იყო 220 ქვეყანაში და ითარგმნა 88 ენაზე.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები
რედაქტირებაპრიანკა ჩოპრა მონაწილეობას იღებს ბიოგრაფიულ ფილმში Viacom 18 Motion Pictures, სადაც მთავარ, ქალი-ასტრონავტის როლს ასრულებს. 2017 წლის 27 სექტემბრიდან პრიანკა და სერიალ კუანტიკოს სამუშაო ჯგუფი მესამე სეზონის გადაღებას ახორციელებენ, რომლის პრემიერაც 2018 წლის 16 იანვარს იგეგმება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Savera R Someshwar. (2016-11-04) The Priyanka Chopra you didn't know. Rediff.com.