ჯამშედპური
ჯამშედპური (ჰინ. जमशेदपुर, ბენგ. জামশেদপুর) — ქალაქი ინდოეთში, უდიდესი ურბანული კონგლომერაცია და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი ჯარხანდის შტატში. ჯამშედპური ინდოეთის მოწინავე ინდუსტრიული ქალაქია და იგი ინდუსტრიალისტმა ჯამშედჯი ტატამ დააარსა. მას ხშირად ფოლადის ქალაქსაც უწოდებენ.
ქალაქი | |
---|---|
ჯამშედპური ჰინ. जमशेदपुर ბენგ. জামশেদপুর | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | ჯარხანდი |
კოორდინატები | 22°48′00″ ჩ. გ. 86°11′00″ ა. გ. / 22.80000° ჩ. გ. 86.18333° ა. გ. |
დაარსდა | 1919 |
ფართობი | 149,23 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 159 მ |
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა და ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 1 337 131 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1 404 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +0657 |
საფოსტო ინდექსი | 831001 |
ოფიციალური საიტი | http://www.tatanagar.com/ |
ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით 1 337 131 ადამიანია და ამ მხრივ ის მესამეა აღმოსავლეთ ინდოეთში კოლკატისა და პატნას შემდეგ. ინდოეთის იმ 53 ქალაქს შორის, რომელთა მოსახლეობაც 1 მლნ-ს აღემატება, იგი 36-ე ადგილზეა.[1] მდებარეობს ჩჰოტა-ნაგპურის პლატოზე და გარსშემორტყმულია პეიზაჟური დალმას ბორცვებით. ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებს ესაზღვრებიან მდინარეები — სუბარნარეხა და ხარკაი.
ჯამშედპური აღმოსავლეთ ინდოეთის მთავარი ინდუსტრიული ცენტრია. აქ განთავსებულია მრავალი სამრეწველო საწარმო, ასევე უდიდესი ინდური სამრეწველო ზონა ადიტიაპური, რომელიც 1 200 პატარა თუ საშუალო ზომის წარმოებას მოიცავს.
ინდოეთის მთავრობამ, 2010 წლის მოხსენებაში ჯამშედპური ქვეყნის მე-7 ყველაზე სუფთა ქალაქად დაასახელა.[2] 2007 წლის მოხსენებაში, იგი ინდოეთის მე-7 უმდიდრესი ქალაქი იყო. ასევე, მიჩნეულია 2006-2020 წლების მსოფლიოში 84-ე ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად.[3]
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Jamshedpur, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე