პრატიბა პატილი
პრატიბა პატილი (მარათ. प्रतिभा पाटील; ქორწინების სახელი - Pratibha Devisingh Shekhavat प्रतिभा देविसिंह शेखावत; დ. 19 დეკემბერი, 1934 მაჰარაშტრა, ჯალგაონის რაიონი, ნადგაონი) — ინდოეთის პირველი ქალი-პრეზიდენტი. ის ასევე პირველი მაჰარაშტრელია ამ პოსტზე. ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი; გაერთიანებული პროგრესული ალიანსისა და ინდოეთის მემარცხენეთა კანდიდატი. გაიმარჯვა 2007 წლის 19 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მისი უახლოესი მოპაექრე ბაირონ სინგ შეხავატი დაახ. 300 000 ხმით. პრეზიდენტად კურთხევა 25 ივლისს მოხდა.
პრატიბა პატილი | |
ინდოეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივლისი 2007 – 24 ივლისი, 2012 | |
წინამორბედი | აბდულ ქალამი |
მემკვიდრე | პრანაბ მუხერჯი |
დაბადებული | 19 დეკემბერი, 1934 ნადგაონი ინდოეთი |
განათლება
რედაქტირებასაშუალო განათლება ვიდიალიაში, ჯალგაონის რაიონში, მიიღო. მოგვიანებით სწავლას აგრძელებს ჯალგაონის კოლეჯში, სადაც ეუფლება პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ეკონომიკას, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ბომბეის სახელმწიფო იურიდიულ ინსტიტუტში და იღებს ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება- 1967-1972 მაჰარაშტრის შტატის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე.
- 1972-1974 მაჰარაშტრის შტატის სოციალური კეთილდღეობის მინისტრი.
- 1974-1975 მაჰარაშტრის შტატის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი.
- 1975-1976 მაჰარაშტრის შტატის კულტურის მინისტრი.
- 1977-1978 მაჰარაშტრის შტატის განათლების მინისტრი.
- 1979-1980 მაჰარაშტრის შტატის საკანონმდებლო ასამბლეის ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი.
- 1982-1983 მაჰარაშტრის შტატის ურბანული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი.
- 1983-1985 მაჰარაშტრის შტატის სოციალური კეთილდღეობის მინისტრი.
- 1985-1988 ინდოეთის შტატების საბჭოს (რაჯია საბჰა) თავმჯდომარე.
- 1988-1991 რაჯია საბჰას დეპუტატი.
- 1991-1996 ინდოეთის სახალხო პალატის (ლოკ საბჰას) დეპუტატი.
- 1996-2004 ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას.
- 2004-2007 რაჯასტანის შტატის გუბერნატორი.
- 2007-2012 ინდოეთის პრეზიდენტი.
ოჯახი
რედაქტირებაპრატიბა პატილი გათხოვილია. მისი მეუღლე მესამე ქორწინებიდან არის მუმბაის ინსტიტუტის ქიმიის პროფესორი დევესინგჰ რამსინგ შეხავათი. მათ ჰყავთ ორი შვილი: ქალიშვილი ჯიოტი რასორი და ვაჟიშვილი შრი რაჯენდრა სინგჰი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პრატიბა პატილი“ ვიკისაწყობში.
- პრატიბა პატილის ბიოგრაფია cidob.org-ზე დაარქივებული 2012-06-22 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: აბდულ ქალამი |
ინდოეთის პრეზიდენტი 2007 – დღემდე |
შემდეგი: დღემდე |