პოსოს ტბა
პოსოს ტბა (ინდონ. Danau Poso) — ტექტონიკური[1] წარმოშობის ტბა ინდონეზიაში, ცენტრალური სულავესის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 657 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 323 კმ², მაქსიმალური სიღრმე 450 მ.[2] ინდონეზიაში სიღრმით მესამე ტბაა მატანოსა და ტობის შემდეგ. გარშემორტყმულია ბორცვებითა და ტყეებით. ნაპირებისთვის ჩვეულებრივ, დამახასიათებელია თეთრი ქვიშა. ტბიდან გამოედინება მდინარე პოსო, რომელიც ერთვის მოლუკის ზღვას. ტბის სამხრეთით მდებარეობს ქალაქი პენდოლო, ხოლო ჩრდილოეთით ქალაქი ტენტენა. სიახლოვეს ბევრია სოფელი. მდიდარია თევზით.[2]
პოსოს ტბა | |
---|---|
ტბა პოსო | |
კოორდინატები: 1°56′ ს. გ. 120°36′ ა. გ. / 1.933° ს. გ. 120.600° ა. გ. | |
მდებარეობა | ინდონეზია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 657 მ |
სიგრძე | 32 კმ |
სიგანე | 16 კმ |
ფართობი | 323 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 450 მ |