მოლუკის ზღვა (ინდონ. Laut Maluku) — მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ინდონეზიის აკვატორიაში. სამხრეთით ესაზღვრება ბანდის ზღვა, ჩრდილოეთით სულავესის ზღვა. შემოსაზღვრულია კუნძულებით: ჰალმაჰერა, ბურუ, სერამი, სულავესი, ტალაუდის კუნძულები.

მოლუკის ზღვის მდებარეობა

ზღვის ფართობი შეადგენს 291 000 კმ²-ს, მაქსიმალური სიღრმეა 4180 მ.

რეგიონი მდიდარია მარჯნის რიფებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება