პორტუგალია მინიატურებში
პორტუგალია მინიატურებში (პორტ. Portugal dos Pequenitos) — მინიატურული პარკი, რომელიც შექმნილია და აშენდა ესტადო-ნოვოს დროს, როგორც რეკრეაციული, საგანმანათლებლო და ტურისტული სივრცე, რათა წარმოაჩინოს პორტუგალიური კულტურისა და მემკვიდრეობის ასპექტები პორტუგალიასა და მთელ მსოფლიოში. [1]
პარკი მდებარეობს ქალაქ კოიმბრას კოიმბრას რაიონში (პორტუგალია).
ისტორია
რედაქტირებაპარკის მშენებლობა დაიწყო 1938 წელს, პროფესორ ფერნანდო ბისაია ბარეტოს ინიციატივით, არქიტექტორ კასიანო ბრანკოს პროექტით და გაიხსნა 1940 წლის 8 ივნისს, რის გამოც მისი დიზაინი და არქიტექტურა ძლიერ არის განმსჭვალული ესტადო-ნოვოს სულისკვეთებით. მისი მშენებლობა სამ ეტაპად განხორციელდა:
- პირველი ეტაპი, 1938-დან 1940 წლამდე, შედგება პორტუგალიის რეგიონალური სახლების ჯგუფისგან: ტრაზ-უჟ-მონტიშისა და მინჰოს მამულები, ტიპიური სახლები ბაღებით ქვეყნის თითოეული რეგიონიდან, სამლოცველოები, წყლის წისქვილები და ქვის სვეტები. ამ ბირთვს ეკუთვნის კოიმბრას კომპლექსიც, სივრცე, სადაც ქალაქის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია წარმოდგენილი;
- მეორე ეტაპი მოიცავს ეგრეთ წოდებულ „მონუმენტალურ ზონას“, სივრცეს, რომელიც ასახავს ყველაზე წარმომადგენლობით ძეგლებს ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.
- მესამე ეტაპი, რომელიც დასრულდა 1950-იანი წლების ბოლოს, მოიცავს იმდროინდელი საზღვარგარეთის პროვინციების მონუმენტურ და ეთნოგრაფიულ წარმოდგენას აფრიკაში, მაკაოში, პორტუგალიის ინდოეთსა და პორტუგალიურ ტიმორში, რომელიც გარშემორტყმულია ამ რეგიონების მშობლიური ფლორის მაგალითებით. იგი ასევე მოიცავს ბრაზილიის და აზორისა და მადეირას არქიპელაგის წარმომადგენლობებს.
დოკუმენტაციების ცენტრში, „Bissaya Barreto"-ში არის რამდენიმე დოკუმენტი პარკის ისტორიის შესახებ, მათ შორის გეგმები, არქიტექტურული ნახაზები და ძველი საფოსტო ბარათები .
პარკში 2005 წელს 283 ათასი ვიზიტორი იყო. 2007 წელს - 331 ათასი, 2012 წელს - 211 ათასი, 2014 წელს კი - 228 ათასი ვიზიტორი.
მახასიათებლები
რედაქტირებაპარკს ახასიათებს შემცირებული მასშტაბების შენობები, რომლებიც წარმოადგენს პორტუგალიური კულტურის ძეგლებსა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ელემენტებს პორტუგალიასა და მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით იგი ორგანიზებულია შვიდ ზონად:
- პორტუგალიურენოვანი ქვეყნები;
- კუნძული პორტუგალია ( აზორის კუნძულები და მადეირა );
- მონუმენტური პორტუგალია;
- კოიმბრა;
- რეგიონალური სახლები;
- ბავშვთა სახლი;
- საბავშვო მოედანი.
გარდა ამისა, ვიზიტორებს შეუძლიათ ეწვიონ რამდენიმე თემატურ მუზეუმს, ესენია:
- კოსტიუმების მუზეუმი;
- საზღვაო ძალების მუზეუმი;
- ავეჯის მუზეუმი.
ფართს ასევე აქვს სველი წერტილები, საჩუქრების მაღაზია და კაფეტერია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Matias, Cecília (2009), SIPA, რედ., Portugal dos Pequenitos (IPA.00027217/PT020603160231), Lisboa: Sistema de Informação para o Património Arquitectónico, http://www.monumentos.pt/Site/APP_PagesUser/SIPA.aspx?id=27217. წაკითხვის თარიღი: 07-12-2016