პორტალი:ძველი რომი/იცოდით, რომ
- ...ახალდაქორწინებულის მიერ პატარძლის სახლში ხელში აყვანილი შეყვანის ტრადიცია ძველი რომიდან მოდის...
- ...რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა ბარბაროსთა მეთაურის ოდოაკრის მიერ უკანასკნელი იმპერატორის რომულუს ავგუსტულუსის დამხობით 476 წლის 4 სექტემბერს...
- ...რომის იმპერატორ კალიგულას (სურათზე} ნამდვილი სახელი იყო გაიუს იულიუს კეისარი, ხოლო მეტსახელი კალიგულა ერგო ბავშვობაში, როდესაც იგი უბრალო მეომარივით კალიგებს ატარებდა...
- ...არქეოლოგებმა პალატინის გორის ძირას აღმოაჩინეს არისტოკრატის სახლი, რომელსაც რომის პირველი იმპერატორის ავგუსტუსის დაბადების ადგილად მიიჩნევენ.
- ...კამილუსი ჯერ რომიდან განდევნეს, შემდეგ კი რომის მეორე დამაარსებელი უწოდეს...
- ...გაიუს მარციუსი სავარაუდოდ რომის მეფის ანკუს მარციუსის ჩამომავალი იყო...
- ...გაიუს მარციუს რუტილუსი პირველი პლებეი დიქტატორი და ცენზორი იყო...
- ...მარკუს მანლიუსი ჯერ რომაელთა სახალხო გმირი იყო, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯეს რომაელებისთვის ყველაზე უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით...
- ...პუბლიუს დეციუს მუსმა თავი გასწირა ბრძოლის მოსაგებად, მის მაგალითს კი 30 წლის შემდეგ მისი შვილიშვილიც მიყვა...
- ...ტიტუს მანლიუსმა საკუთარი ვაჟი დასაჯა სიკვდილით, რის შემდეგაც რომაელები განსაკუთრებულ სასტიკ სასჯელს მანლიუსის სასჯელს უწოდებდნენ...
- ...პლინიუს უფროსი ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევის დაკვირვებისას ძალიან მიუახლოვდა და დაიღუპა...
- ...იულიუს კეისარი თამაშობების ყურებისას ერთდროულად კითხულობდა კორესპონდენციას და ორ ან მეტ მდივანს კარნახობდა წერილებს, რისთვისაც რომაელი ხალხი მას კიცხავდა...