სურამის ხედი
სურამის ხედი

სურამი - დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე. სარკინიგზო შტოხაზით შეერთებულია ხაშურთან. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 9,8 ათასი (2002). სურამი სამთო-კლიმატური კურორტია. აქ არის კულტურისა (ლესია უკრაინკას მუზეუმი) და განათლების დაწესებულებები, გადამამუშავებელი და მოპოვებითი მრეწველობის მცირე საწარმოები. (...სრულად)