პორტალი:საქართველოს ისტორია/თვის მოვლენები/10
...და იდგა თვე იგი ღვინობისა:
- 1605 : მოხდა კახეთის აჯანყება
- 1872 : საქართველოს რკინიგზა - პირველი რეისი ხორციელდება თბილისი-ფოთის მიმართულებით.
- 1891 : ძლიერი მიწისძვრის შედეგად ტბა ამტკელი წარმოიშვა გულრიფშის რაიონში.
- 1905 : რუსეთის მეფე ნიკოლოზ II ამტკიცებს რუსეთის პირველ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ასამბლეის შექმნას.
- 1921 : ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო ახლად ჩამოყალიბებული ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის.
- 1924 : საფრანგეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
- 1928 : საბჭოთა კავშირმა პირველი ხუთწლიანი გეგმა შემოიღო.
- 1931 : სსრკ-ში დაიწყო რეგულარული ტელეგადაცემები, ხოლო 1967 წლიდან დაიწყო ფერადი გადაცემების ტრანსლიაცია.
- 1977 : საბჭოთა კავშირმა მეოთხე კონსტიტუცია მიიღო.
- 1979 : პირველად აღინიშნა „თბილისობა“.
- 1990 : ჩატარდა საქართველოს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პირველი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ზ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით.
- 1991 : საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო სხდომა ჩატარდა.
- 1992 : საქართველო იუნესკოში (დროშა სურათზე) გაწევრიანდა.
- 2006 : სოფელ მირზაანში ჩატარდა ფიროსმანობა.
- 2008 : პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ახალ, მკვეთრად ოპოზიციურ, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო აყალიბებს.
- 2009 : დონორთა კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნები საქართველოს ომისშემდგომი რეაბილიტაციისთვის $4.55 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.