ინფორმაციული ტექნოლოგია არის ტექნოლოგია, რომელიც საჭიროა ინფორმაციის დამუშავებისათვის. კერძოდ, ის იყენებს კომპიუტერულ ტექნიკას, კომპიუტერულ პროგრამებს ინფორმაციის დაგროვების, შენახვის, გარდაქმნისა და გადაცემისათვის.
პერსონალური კომპიუტერი (PC) — მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა მოდელით ეპლ II 1970-იან წლების ბოლოს, შემდეგ კი IBM-მა საკუთარი მოდელით, ზომისა და მობილურობის მიხედვით "პერსონალური კომპიუტერით" შეცვალა.(სრულად...)
რჩეული ციტატა
„კომპიუტერს ჭკუასთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მას იყენებენ.“
Flickr (ინგლ.Flick-დან — «ტკაცუნი») — სერვისი, განკუთვნილი ფოტოების შენახვისა და შემდგომი გამოყენებისთვის. არის ერთ-ერთი პირველი Web 2.0 სერვისთა შორის. მისი ძირიადი დანიშნულება ციფრული ფოტოებისა და ვიდეო მასალების შენახვა. 2008 წლის 4 ნოემბრისვის სერვისზე ატვირთულ იქნა 3 000 000 000-იანი ფოტო. 2005 წელს Flickr შეისყიდა Yahoo!-მ. (სრულად...)
რჩეული პროგრამა
Picasa — ციფრული ფოტოების დამამუშავებელი და ორგანიზაციის პროგრამა. შექმნილი Idealab-ის მიერ, იგი შეისყიდა Google-მა 2004 წელს და დაიწო მისი უფასოდ გავრცელება. პროგრამის სახელი მიმდინარეობს ცნობილი ესპანელი მხატვრის - პაბლო პიკასოს სახელისგან. Picasa არის ინტეგრირებული Blogger და Gmail-თან. არსებობს პროგრამის მოდიფიკაციები Microsoft Windows-ისა, Linux-ისა და Mac OS X-ისთვის. 2009 წლის სექტემბრისთვის პროგრამის ბოლო ვერსია იყო 3.5.(სრულად...)