ისრაელი (ისრაელის სახელმწიფო) (ებრ. מדינת ישראל, არაბ. دولة اسرائيل) - სახელმწიფო რომელიც მდებარეობს ახლო აღმოსავლეთით. ესაზღვრება ეგვიპტეს, სირიას, ლიბანსა და იორდანიას. ისრაელის ტერიტორიაზე არის გაეროთი ბოლომდე არაღიარებული ქვეყანა პალესტინა. მოსახლეობოსის უმეტესობა ებრაელები და არაბები არიან.

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანი და სირია მდებარეობს, აღმოსავლეთით იორდანია, სამხრეთით წითელი ზღვა, ხოლო დასავლეთით ეგვიპტე და ხმელთაშუა ზღვა.