ალიანც არენა (გერმ. Allianz Arena) — სტადიონი მიუნხენში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს მიუნხენის ბაიერნი და მიუნხენ 1860.

სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა 2002-05 წლებში, არქიტექტურული ფირმა ჰერცოგი & დე მერონის პროექტის მიხედვით და დაჯდა 340 მილიონი ევრო. სტადიონზე ეტევა 69 901 (66 000 დასაჯდომი) მაყურებელი.

სტადიონი არის წმინდა წყლის ფუტურისტული ნაგებობა, რომელიც უზარმაზარ გასაბერ ნავს მოგვაგონებს, არენა გარედან მორთულია რომბი ნეონის ნათურებით, როცა მეტოქეებს ბაიერნი მასპინძლობს რომბები წითელ ფერში ინთება, მიუნხენ 1860-ის მატჩების დროს ლურჯ ფრად. ასევე რომბები ინთება თეთრ ფერად რომელიც გერმანიის ნაკრების ფერია.

სტადიონზე გაიმართა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის გახსნის შეხვედრა.

სრულად...