პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 12

მიმდინარე მოვლენები 12 იანვარი, 2009 (2009-01-12) (ორშაბათი)
  • ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ბევერლი-ჰილზში, კალიფორნია, ფილმი „Slumdog Millionaire“ ოთხ ნომინაციაში იმარჯვებს, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის — დრამა.
  • არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ რუსული წარმოების თვიმფრინავებს Ан-12-ს ქვეყნის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა, გახშირებული ავარიების გამო. The National
  • ისრაელის სამხედროების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ღაზას სექტორში ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვიის“ დროს 900-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ამასთან, როგორც ებრაული მხარე ამტკიცებს, ლიკვიდირებულთა უმეტესობა რადიკალური დაჯგუფება ჰამასის მებრძოლები იყვნენ. დანარჩენები კი, ცაჰალის განცხადებით, ასევე ჰამასის წევრებს წარმოადგენდნენ. ცოტა ხნით ადრე პალესტინურმა მხარემაც გააკეთა განცხადება 900 დაღუპული და ოთხი ათასამდე დაჭრილი პალესტინელის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 277 ბავშვია. ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვია“ ისრაელმა 2008 წლის 27 დეკემბერს დაიწყო. The Jerusalem Post
  • ეგვიპტის პოლიციამ 12 იანვარს ქალაქ დამანჰურში ჰამასის მხარდამჭერი მიტინგის 64 მონაწილე-ორგანიზატორი დააკავა. 17 ადამიანი სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ მიტინგამდე დააკავეს და დაკითხეს. ათი ათასკაციან მიტინგზე კი დამატებით 47 ადამიანი აიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, დაკავებულია გაცილებით მეტი, დაახლოებით 100-მდე ადამიანი. დამანჰური, კაიროდან 135 კილომეტრშია განლაგებული და ეგვიპტის ყველაზე მრავალრიხვოვანი ოპოზიციური მოძრაობის „მუსლიმი ძმების“ ცენტრია. ამ მოძრაობის საქმიანობა ეგვიპტეში ჯერ კიდევ 1954 წელს აიკრძალა, რადგან ორგანიზაციის წევრებმა პრეზიდენტ ჰამალ აბდელ ნასერზე სცადეს თავდასხმა. Reuters
  • მადრიდის ერთ-ერთ დისკოთეკაზე 36 წლის მამაკაცმა პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დამნაშავემ გაქცევა მოახერხა, მაგრამ, მოგვიანებით იგი პოლიციამ დააკავა. მისი საქციელის მოტივი უცნობია. ამასთან, მამაკაცი ადრეც არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა სახის სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილი. კლუბის დაცვის წევრს აგრესორმა ყელში ესროლა და ადგილზევე მოკლა. მეორე მოკლულიც კლუბის დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 700 ადამიანი იმყოფებოდა. ხმამაღალი მუსიკის გამო, მათ სროლის ხმა არ გაუგონიათ. პოლიციამ დისკოთეკის ევაკუირება მოახდინა. Der Spiegel