პონტოელები

(გადამისამართდა გვერდიდან პონტიელები)

პონტოელები, ასევე პონტოელი ბერძნები (ბერძ. Πόντιοι, Ελληνοπόντιοι, Póntioi, Ellinopóntioi; თურქ. Pontus Rumları, Karadeniz Rumlari) — ეთნიკური ბერძნების ქვეჯგუფი, რომელთა ისტორიული განსახლების ადგილი, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე პონტოს რეგიონია, თუმცა მათ გარკვეულ ნაწილს, თურქების მიერ მათი ეთნიკური შევიწროვების გამო მოუწია სხვა ქვეყნებისთვის თავის შეფარება. პონტოელები ძირითადად საქართველოში, სამხრეთ რუსეთში, უკრაინაში (ყირიმში), სომხეთში, ყაზახეთში და უზბეკეთში ცხოვრობენ, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იწყეს მიგრაცია საბერძნეთსა და კვიპროსში.

პონტოელები
Πόντιοι

პონტოელი ბერძნების დროშა
საერთო მოსახლეობა
დ. 2 მლნ.[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 500 000[2]
დროშა: რუსეთი რუსეთი 97 827
დროშა: უკრაინა უკრაინა 91 548
დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი 12 703
დროშა: თურქეთი თურქეთი 5 000[3]
დროშა: საქართველო საქართველო 15 166[4]
დროშა: სომხეთი სომხეთი 900[5]
დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი 10 453
დროშა: კვიპროსი კვიპროსი 20 000
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 200,000[6]
ენები ბერძნული
რელიგიები მართლმადიდებლობა (უმრავლესობა), ისლამი (ძირითადად თურქეთში)

წარმომავლობა

რედაქტირება

ბერძნები პონტოში ცხოვრობენ „არგონავტების, ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს და ათი ათასის დროიდან“.[7] პონტოელი ბერძნები თვლიან, რომ ისინი ძველი ბერძნების შთამომავლები არიან, რომლებიც ძვ. წ. VIII საუკუნეში ეგეოსის ზღვის კუნძულებიდან და სანაპიროდან მოსულან პონტოს რეგიონში.[8][9][10] თუმცა, რადგან ამ რეგიონში უძველესი დროიდან ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფიც ცხოვრობდა, დღევანდელი პონტოელი ბერძნები სავარაუდოდ, ასევე არიან ძველი ანატოლიელების[11] და კავკასიელი ხალხების (როგორიცაა ელინიზებული ლაზები და სომხები) შთამომავლები.[12][13] გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ პონტოელი ბერძნები და ლაზები გენეტიკურად ჰგვანან ერთმანეთს.[14]

გენოციდი

რედაქტირება

მაშინ როდესაც პონტოელები ძირითადად აღმოსავლეთით საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით დაიძრნენ, მათი ნაწილი დასალეთით, საბერძნეთისკენ გაეშურა. საბერძნეთში გადასვლის პერიოდში, ზოგიერთი ინფორმაციით, 353 ათასი პონტოელი დაიღუპა ოსმალეთის ხელისუფალთა ბრძანებით, ამის მიუხედავად საბერძნეთის რესპუბლიკის გარდა არც ერთმა სახელმწიფოს არ უცნია ეს ფაქტი, როგორც პონტოელთა გენოციდი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Halo, Thea. Not Even My Name. Picador. 2000. ISBN 978-0-312-26211-2.
  • Hofmann, Tessa, ed. Verfolgung, Vertreibung und Vernichtung der Christen im Osmanischen Reich 1912–1922. Münster: LIT, 2004. ISBN 978-3-8258-7823-8

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Dufoix, Stephane (2008). Diasporas. University of California Press, გვ. 40. ISBN 9780520941298. „For example, there are 2 million Pontic Greeks worldwide, mostly in Russia, Ukraine, Greece, Germany, and Sweden.“ 
  2. Standard Languages and Language Standards: Greek, Past and Present, Alexandra Georgakopoulou, Michael Stephen Silk, page 52, 2009
  3. Against all odds: archaic Greek in a modern world | University of Cambridge. ციტირების თარიღი: 2013-03-31.
  4. Ethnic Groups of Georgia: Censuses 1926—2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-22. ციტირების თარიღი: 2014-10-14.
  5. 2011 Armenian Census
  6. Konstantinidis K., "Οι Έλληνες του Πόντου" (in English: The Greeks of Pontus), p. 195
  7. Benny Morris; Dror Ze'evi (2019). "Turks and Greeks, 1919-1924". The Thirty-Year Genocide:Turkey's Destruction of Its Christian Minorities. Harvard University Press. pp. 382–384.
  8. Thomopoulos, Elaine (2012). The History of Greece (en). ABC-CLIO, გვ. 107. ISBN 978-0-313-37511-8. 
  9. Thomopoulos, Elaine (2012). The History of Greece (en). ABC-CLIO, გვ. 107. ISBN 978-0-313-37511-8. „The Pontians are believed to be descendants of Greeks who in the eighth century BC had moved from the Ionian cities located in the islands and shores of the Aegean Sea, in what is now Turkey, to the area of the Black Sea called Pontos (pontos is an ancient Greek word for "sea".)“ 
  10. Fann, Patricia (1991). „Pontic Performance: Minority Theater vs. Greek Ideology“. Journal of Modern Greek Studies. Johns Hopkins University Press. 9 (1): 108. doi:10.1353/mgs.2010.0098. ციტატა: „Pontic scholars stress their unbroken line of ancestry from classical Ionian colonists of the region – though, as Anthony Bryer points out, it is impossible to determine how close their descent truly is.“
  11. Topalidis, Sam (March 2019). „An Introduction to Pontic Greek History“. Australian Pontian Association 2019 Synapantema: 1. ციტატა: „Today, Pontic Greeks are most probably descendants of these Greek colonists, indigenous Anatolians, Greeks who had moved relatively recently to Pontos, or other people who migrated to Pontos and converted to Christianity.“
  12. Andriadze, Giorgi; Bitadze, Liana; Chikovani, Nino; Chitanava, David; Kekelidze, Mirab; Khmaladze, Eka; Laliashvili, Shorena; Shengelia, Ramaz (2017). „Comparative Y-Chromosome Research in East Georgia Population“ (PDF). Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 11 (4): 121–124.
  13. Kieran McGreevy. Tongue Tied III - Pondering Pontic Greek.
  14. Andriadze, Giorgi; Bitadze, Liana; Chikovani, Nino; Chitanava, David; Kekelidze, Mirab; Khmaladze, Eka; Laliashvili, Shorena; Shengelia, Ramaz (2017). „Comparative Y-Chromosome Research in East Georgia Population“ (PDF). Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 11 (4): 121.