პოლონელები აზერბაიჯანში

პოლონელები აზერბაიჯანში — მოიცავს აზერბაიჯანის ეთნიკურ ჯგუფს რომლის შემადგენლობაშიც პოლონელები შედიან. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ამჟამინდელი პოლონური მოსახლეობა უფრო მცირეა, უწინდელთან შედარებით, დედაქალაქ ბაქოში პოლონური წარმოშობის ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 2 000 -ს შეადგენს.[1] პოლონელები, როგორც ეთნიკური ჯგუფი, საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.[2]


პოლონური სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ბაქოში
საერთო მოსახლეობა
2 000
ენები პოლონური, აზერბაიჯანული.
რელიგიები ქრისტიანობა

პოლონელების ისტორია აზერბაიჯანში

რედაქტირება

მე -17 საუკუნეში სამი პოლონელი მისიონერი კვლევებს ატარებდა აზერბაიჯანის რეგიონებში.[3] მისიონერების საქმიანობა მოიცავდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასეულობების გაგებასა და მათ დაახლოებას. მისიონერებმა და მათმა მიმდევრებმა შაჰს საჩუქრები გადასცეს ძვირფასი ნახატების სახით, ბიბლიის ხელნაწერებით და ა.შ.

პოლონელებმა მე -13 საუკუნიდან დაიწყეს აზერბაიჯანში ჩემოსვლა, ისინი არ წარმოადგენდნენ ტყვეებს, არამედ ნებაყოფლობით ჩამოდიოდნენ. XIX საუკუნის დასაწყისიდან აზერბაიჯანი საინტერესო ადგილი გახდა როგორც პოლონელი მოგზაურთათვის, ასევე პოეტებისთვის, რაზეც მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები მეტყველებს.

აზერბაიჯანში პოლონელები გამოჩნდნენ პოლონეთის პირველი გაყოფის შემდეგ (1772).[4] XIX საუკუნეში კავკასია ციმბირთან ერთად გადასახლებულ პოლონელთა განსახლლების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო. 1813 წელს კავკასიაში გაგზავნეს 10 000 პოლონელი ტყვე, რომელთა უმეტესი ნაწილი იყო ნაპოლეონის არმიის პოლონური ლეგიონების წევრი.[4] 1831 წელს, წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, გადასახლებული პოლონელი მეამბოხეების ახალი ტალღა ჩავიდა აზერბაიჯანში. ძირითადი პუნქტები, სადაც პოლონელები სამხედრო სამსახურისთვის გაგზავნეს, აზერბაიჯანში იყო - ყუბა, გუსარი, შამახი, განჯა, ბაქო და ზაქათალა. ყუბასა და ზაქათალაში პოლონელელი ტყვეებისა და მათი ოჯახებისთვის აშენებული სამლოცველოები და სხვა ნაგებობები დღემდე რჩება.

რეპრესირებული პოლონელების შემდეგი ჯგუფი, კავკასიაში გადაასახლეს 1863 წლის იანვრის აჯანყების შემდეგ. შემდგომში XX საუკუნის დასაწყისში, 17 264 ადამიანი გადაასახლეს კავკასიაში. უკანასკნელი პოლონელი დევნილი აზერბაიჯანში, რომელიც დაფიქსირებულია, იყო ედვარდ სტრამპი. 1900 წელს, ვარშავაში, მან გამოაქვეყნა თავისი წიგნი „კავკასიის სურათები“. შემდგომში აფშერონის ნახევარკუნძული ინტენსიურად განვითარებად ნავთობ ინდუსტრიად იქცა. ეს, თავის მხრივ, კარგ პირობებს უქმნიდა ტრადიციული ინდუსტრიების განახლებასა და განვითარებას. ბაქო გადაიქცა საერთაშორისო ქალაქად.[5] 1897 წლის მონაცემებით პოლონეთის მოსახლეობა დაახლოებით ორი ათას ადამიანს შეადგენდა.

აზერბაიჯანში მცოვრები პოლონელებისთვის არქიტექტურა იყო ის სფერო, რომელშიც ყველაზე მეტი წვლილი შეიტანეს.[6]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Polish diaspora
  2. Azerbaijan-Poland relations on Aliyev Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-14. ციტირების თარიღი: 2019-11-04.
  3. Christianity in Azerbaijan დაარქივებული 2006-05-18 საიტზე Wayback Machine. . Realny Azerbaijan. 18 May 2006. Retrieved 29 April 2007
  4. 4.0 4.1 "Азербайджанская Полония". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-23. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
  5. Oil Conflicts in Central Asia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2021-01-16.
  6. Works of Polish Architects in Baku by Prof. Shamil Fatullayev-Figarov