იანვრის აჯანყება

პოლონეთის ეროვნული აჯანყება ყოფილი პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის რუსული ოკუპაციის წინააღმდე

1863 წლის პოლონეთის აჯანყება, ან იანვრის აჯანყებაშლიახტის აჯანყება პოლონეთის სამეფოს, ჩრდილო-დასავლეთ კრაისა და ვოლინიის ტერიტორიაზე. აჯანყების მიზანი იყო რეჩ პოსპოლიტას აღორძინება 1772 წლის აღმოსავლეთის საზღვრებით. დაიწყო 1863 წლის 22 იანვარს და გრძელდებოდა 1864 წლის შემოდგომამდე. დასრულდა მეამბოხეთა მარცხით.

1863—1864 წლების შეიარაღებულ აჯანყებას წინ უძღოდა საკმაოდ გრძელი მომზადებითი, ანუ მანიფესტაციური პერიოდი. 1831 წლის შემდეგ პოლონეთის ემიგრაციის უწყვეტი მოღვაწეობა პოლონეთის სამეფოს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა, მაგრამ ივანე პასკევიჩის მკაცრი რეჟიმი სერიოზული გართულებების წარმოქმნას არ უშვებდა. 1856 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მოკლე დროით მოადგილის პოსტი დაიკავეს მთავარმა მიხაილ გორჩაკოვმა, ნიკოლაი სუხოზანეტმა, გრაფმა კარლ ლამბერტმა, გრაფმა ალექსანდრე ლიდერსმა.

შეიარაღებული აჯანყების დღედ დანიშნული იყო 22 იანვარი. ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ცალკეულმა რაზმებმა განახორციელეს შეიარაღებული თავდასხმა რუსეთის გარნიზონებზე; სულ 15 თავდასხმა აღინიშნა. პოლონელთა რაზმების ცუდი შეიარაღების გამო ეს შეტაკებები უმნიშვნელო იყო.

საბრძოლო მოქმედებების აქტიურობა დაეცა 1863 წლის ზაფხულში. ცალკეული შეტაკებები, ოფიციალური ცნობების თანახმად, 1863 წელს იყო 547, ხოლო 1864 წელს — 84, ჯამში 631. 1864 წლის 11 თებერვალს დაიშალა უკანასკნელი დიდი რაზმი; უკანასკნელმა ჯგუფმა 1864 წლის აპრილამდე იარსება.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, აჯანყებულებმა დაკარგეს დაახლოებით 30 ათასი ადამიანი. რუსთა დანაკარგი შეადგენს 3343 ადამიანს (მათგან 2169 დაჭრილი). ჩამოხრჩობილ აჯამყებულთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2 ათას ადამიანს. ყველა ეს ციფრი არაზუსტი და სადავოა. 1863 წლის შემდეგ, ისევე როგორც 1831 წლის შემდეგ, მრავალი პოლონელი საზღვარგარეთ გადასახლდა. ახალი ფორმაციის ეს ემიგრანტები თავიდან აგრძელებდნენ ძველი ემიგრაციის მოღვაწეობას, მაგრამ გაცილებით უფრო მცირე მასშტაბებში; ახალი აჯანყების სურვილი მალევე ჩაცხრა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება