პოლიკარპ კუში (გერმ. Polykarp Kusch; დ. 26 იანვარი, 1911, ბლანკერბურგი, გერმანია — გ. 20 მარტი, 1993) — ამერიკელი ფიზიკოსი. დაამთავრა კლივლენდის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1931). 1931–1941 წლებში ასწავლიდა ილინოისის, მინესოტის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში. 1941–1942 წლებში იყო ფირმა „უესტინგჰაუსის“ ინჟინერი. 1942–1944 წლებში მუშაობდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, 1944–1946 წლებში იყო ფირმა „ბელ ტელეფონის“ თანამშრომელი, 1946 წლიდან კი უნივერსიტეტის (1949 წლიდან პროფესორი). ძირითადი შრომები აქვს ბირთვული ფიზიკის საკითხებზე. ატომურ კანონებში მაგნიტური რეზონანსის მეთოდის მეშვეობით გაზომა ელექტრონის საკუთარი მაგნიტური მომენტი. კუშს 1955 წელს, ნობელის პრემია მიენიჭა.

პოლიკარპ კუში
ინგლ. Polykarp Kusch
დაბ. თარიღი 26 იანვარი, 1911(1911-01-26)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ბლანკენბურგი, Duchy of Brunswick, გერმანიის იმპერია[7]
გარდ. თარიღი 20 მარტი, 1993(1993-03-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] (82 წლის)
გარდ. ადგილი დალასი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კოლუმბიის უნივერსიტეტი და დალასის ტეხასის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ილინოისის უნივერსიტეტი ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში და კეიზის დასავლეთ სარეზერვო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Gordon Gould
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[8] [9] , honorary doctor of the Ohio State University და ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი

ლიტერატურა

რედაქტირება