პოასის ვულკანის ეროვნული პარკი

პოასის ვულკანის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Volcán Poás) — ეროვნული პარკი კოსტა-რიკაში, წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს, ალახუელის პროვინციაში. მოიცავს ვულკან პოასის ირგვლივ მდებარე სივრცეს, ცენტრალურ ვულკანურ კონსერვაციულ არეალში. პარკის ფართობი დაახლოებით 65 კმ²-ს შეადგენს. ვულკანის მთავარი კრატერის სიღრმე 290 მეტრია და საკმაოდ აქტიურია, ახასიათებს გეიზერებისა და ლავის მცირე ამოფრქვევები. თუმცა, ბოლო ამოფრქვევები 1952-54 წლებში დაფიქსირდა. პარკს ასევე მიეკუთვნება ორი სხვა კრატერი, ჩამქრალი ვონ-ფრანცუისი და ბოტოსი. ეს უკანასკნელი თვალწარმტაცი, ცივი, მწვანე წყლიანი კრატერის ტბაა 370 მეტრიანი დიამეტრით. ბოტოსის კრატერი ბოლო 7500 წლის მანძილზე არ ამოფრქვეულა. ორივე კრატერისკენ მიემართება საფეხმავლო ბილიკები. პარკის ტერიტორიაზე ხშირია გოგირდოვანი გაზის ამოფრქვევა, რის გამოც ის მნახველთათვის ხშირად დახურულია. ბოლო ათწლეულში შეინიშნება გამოვლინებები, რომ ვულკანი ნელ-ნელა ემზადება ახალი ამოფრქვევისთვის.

პოასის ვულკანის ეროვნული პარკი

Parque Nacional Volcán Poás

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ვულკანის მთავარი კრატერი
პოასის ვულკანის ეროვნული პარკი
მდებარეობა ალახუელის პროვინცია
ქვეყანა კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა
კოორდინატები 10°11′53″ ჩ. გ. 84°13′52″ დ. გ. / 10.19806° ჩ. გ. 84.23111° დ. გ. / 10.19806; -84.23111
ფართობი 65 კმ²
დაარსდა 25 იანვარი, 1971
მმართველი ორგანო კოსტა-რიკის კონსერვაციის ეროვნული სისტემა

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

პარკში გავრცელებულია ველურ მცენარეთა და ცხოველთა სახეობები; მაგალითად, პოასის მაგნოლიის ხე და მთის ქოჩორა ციყვი (Syntheosciurus brochus). ბინადრობს ფრინველთა მრავალი სახეობა, მათ შორისაა თიხისფერი შაშვი (Turdus grayi), კაშკაშა კეცალი (Pharomachrus mocinno), ასევე კოლიბრების, ტანაგერის, ტირანისებრთა და ტუკანისებრთა რამდენიმე სახეობა.

 
ტბა ბოტოსის კრატერში.
 
ფუმაროლების აქტივობა პოასის კრატერში.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება