ტირანისებრნი (ლათ. Tyrannidae) — ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 7,6-40 სმ აღწევს. გაბრტყელებული ნისკარტის ფუძესთან ჯაგრები აქვთ, წვერზე — ზოგჯერ კაუჭი. ფრთები ან მოკლე და ფართოა, ან გრძელი და მახვილი. ფერად რუხი, მურა ან მომწვანო, იშვიათად თეთრი, ყვითელი ან წითელია. ოჯახში 365 სახეობაა. გავრცელებულია ამერიკაში (უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა), გალაპაგოსისა და ფოლკლენდის კუნძულებზე. იკვებებიან მწერებით, კენკრით, ზოგი — პატარ-პატარა ხერხემლიანებით.

ტირანისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Tyrannidae

ლიტერატურა

რედაქტირება