პლუტონი (მითოლოგია)
ღმერთი რომაულ მითოლოგიაში
პლუტონი (ძვ. ბერძნ. Πλούτων, ლათ. Pluto) — ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში, ქვესკნელისა და სიკვდილის ღმერთის ერთ-ერთი სახელი. კრონოსის და რეას ძე, ზევსის და პოსეიდონის ძმა, პერსეფონეს ქმარი. ძვ. წ. V საუკუნიდან მოყოლებული ეს სახელი დაემატა უძველეს სახელს ჰადესს და საბოლოოდ ჩაანაცვლა იგი.[1][2][3] თავის სამეფოსათვის კუშტი და ბნელია ჰადესი. მისი კეთილი, ევფემისტური ზედწოდებანი — ან უძველესი კულტის ნაშთებია, ან ხალხური. მის მიერ ღრმა მიწაში ნაყოფიერების ქალღმერთის გატაცება, ცხადია სიმბოლურია.
პლუტონი | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია |
სხვა კულტურებში: | ჰადესი, Dis Pater, ორკუსი და Aita |
სქესი: | მამრობითი |
მამა: | სატურნი |
და-ძმა: | ვესტა, Glauca, იუპიტერი, ნეპტუნი, Ceres და იუნონა |
მეუღლე: | პროზერპინა |
გამოსახულებები |
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი ალ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 414