პლატონ წულუკიძე
პლატონ წულუკიძე (დ.1870, ამბროლაური, ბუგეული — გ.1957) — ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდგომ 1893 წელს, დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი. სასწავლებლის დამთავრებისთანავე გაიგზავნა მასწავლებლად ნახჭევანის სამოქალაქო სკოლაში. 1894 წლის 14 მაისს მონაწილეობდა ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში. 1898 წელს ნახჭევანიდან სამუშოდ გადმოდის ჯერ ბათუმის, შემდეგ სენაკის ქართულ სკოლებში და ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში.
1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა პლატონ წულუკიძის წერილი „ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საყურადღებოდ“ 1900-1917 წლებში. მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში და ქალთა საშუალო სასწავლებლებში. 1951 წლამდე მუშაობდა ქუთაისის 26-ე რუსული საშუალო სკოლის დირექტორად. მას ეკუთვნის მთელი რიგი სტატიები სწავლა-აღზრდის, უმთავრესად კი რუსული ენის სწავლების მეთოდიკის საკითხებზე. მასვე აქვს შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელოები საშუალო სკოლის კლასებისათვის და რუსული ენის სახელმძღვანელო „Новый мир“ ქართული სკოლის მოსწავლეთათვის, სახალხო განათლების კომისარიატის დავალებით შეადგინა სახელმძღვანელო „Русское слово“ III კლასის მოსწავლეთათვის.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- ლენინის ორდენი
- საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
ლიტერატურა
რედაქტირება- პლატონ წულუკიძე: ნეკროლოგი, სახალხო განათლება, თბილისი, 1957, 13 მარტი, გვ.4