პლატონ ლეჟავა
პლატონ დარისპანის ძე ლეჟავა (დ. 15 ივლისი, 1881 — გ. 1954) — ქართველი პოეტი, იუმორისტ-სატირიკოსი.
თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „იმერეთი“, „კოლხიდა“, „ალიონი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ბათუმის გაზეთი“, „ეშმაკის მათრახი“, «Закавказская речь», «Черноморское побережье» და სხვ. აქვეყნებდა სევდიანის, ბარონ კნუტის, აბეზარას, პლატონ-ბეის ფსევდონიმებით. მას ეკუთვნის სიმღერად გავრცელებული ლექსები: „მიცოცავს“, „საქათმეში შეპარულა მელა“, „გიმნაზისტი გიმნაზისტკას“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გრიშაშვილი ი. ფსევდონიმების ლექსიკონი. – თბ., 1987. – გვ. 15, 60.
- ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.820.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სევდიანი / ქართველ მოღვაწეთა ფსევდონიმების ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ერთი სიმღერის ამბავი — პლატონ ლეჟავა, მთავარი არხი.