ბათუმის გაზეთი
„ბათუმის გაზეთი“ — ქართული პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა ბათუმში 1911 წლის ივლისიდან ყოველდღიურად. 1913 წლის ივნისიდან - კვირაში ორჯერ. 1914 წლის ივლისში ადგილობრივი ხელისოფლების განკარგულებით დაიხურა. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორებად იყვნენ: ნოე ხომერიკი, ა. ჭელიძე, ლ. გეგენავა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 150.