სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოლხიდა (მრავალმნიშვნელოვანი).

„კოლხიდა“— ქართული ყოველდღიური გაზეთი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა 1911–1913 წლებში. რედაქტორი-გამომცემლები: არისტო ჭუმბაძე (1911 წ., 1912 №№ 1-57), მ. ჯაფარიძე (1912 №№ 58-152, 1913 №№ 1-42). თანამშრომლობდნენ კიტა აბაშიძე, გრიგოლ გველესიანი, სილოვან ხუნდაძე, დიმიტრი უზნაძე, ა. ჯაფარიძე. იბეჭდებოდა აკაკი წერეთლის, ნიკო ლორთქიფანიძის, დუტუ მეგრელის, ნ. ჩხიკვაძის, ა. ჭუმბაძის და სხვათა ნაწარმოებები. „კოლხიდის“ გამოცემა შეწყდა 1913 წლის მაისში. გაზეთის დროებითი შეჩერების პერიოდში (1912 შემოდგომა — 1913 ზამთარი) და დახურვის შემდეგ გამოდიოდა გაზეთი „იმერეთი“.

ლიტერატურა

რედაქტირება