იმერეთი (გაზეთი)
„იმერეთი“ — ქართული ყოველდღიური გაზეთი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულებისა; გამოდიოდა 1912 წლის 26 სექტემბრიდან 1915 წლის 4 აგვისტომდე ქუთაისში, გაზეთ „კოლხიდის“ ნაცვლად. რედაქტორი-გამომცემლები — გრიგოლ ჭელიძე (1912—1913; 1914-ის №№ 1—86; 1915); ბესარიონ ჯაიანი (1914 №№ 87–150). 1914 წლის 22 აგვისტოდან გამოვიდა „გაზეთ „იმერეთის“ დეპეშები“. დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ქართულ და რუსულ ენებზე. „იმერეთში“ თანამშრომლობდნენ ნ. ლორთქიფანიძე, ვასილ წერეთელი, დ. ჩიანელი, გ. გველესიანი, ს. ქვარიანი, ა. პაპავა, ვ. კაკაბაძე, ი. გოგია, ტ. ჯაფარიძე და სხვა. გაზეთის დაარსება დაემთხვა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს. არჩევნებში გაზეთი მხარს უჭერდა სოციალისტ-ფედერალისტების კანდიდატებს, რადგან ეროვნულ-დემოკრატები არჩევნებში არ მონაწილეობდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 112.
- ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002. — გვ. 159-166, ISBN 99928-962-0-5.