ალიონი (ჟურნალი)
„ალიონი“ — ქართული სოციალურ-დემოკრატიული მიმართულების ყოველკვირეული პოლიტიკური, მეცნიერული და ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1908 წელს თბილისში. რედაქტორ-გამომცემელი — ს. კეკელიძე (ფაქტობრივი რედაქტორი — ვ. დარჩიაშვილი). გამოვიდა ორი 16-გვერდიანი ნომერი. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 311.