უჯრედის მემბრანა

(გადამისამართდა გვერდიდან პლაზმალემა)

უჯრედის მემბრანა, პლაზმური მემბრანა, იგივე პლაზმალემა ან ციტოლემა — შერჩევითი განვლადობის უნარის მქონე ბარიერის როლს ასრულებს. იგი უჯრედსა და უჯრედშორის მატრიქსს შორის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და უჯრედშიგა გარემოს მუდმივობას განაპირობებს. პლაზმური მემბრანა გარს აკრავს ციტოპლაზმას და ყოფს შიგაუჯრედულ კომპონენტებს გარეგანი გარემოსგან. არ ატარებს შედარებით დიდი ზომის მოლეკულებს. პლაზმური მემბრანა დიდ როლს ასრულებს უჯრედის ფორმის მიღებაში, ასევე სხვა უჯრედებთან შეკავშირებითა და დაჯგუფებით ქსოვილის წარმოქმნაში. მემბრანის გავლით ნივთიერებათა ტრანსპორტი შეიძლება იყოს პასიური-არ საჭიროებდეს ენერგიას, ან აქტიური-მათი ტრანსპორტირებისთვის უჯრედისაგან მოითხოვდეს ენერგიას.

ეუკარიოტული და პროკარიოტული უჯრედის პლაზმური მემბრანის მაგალითი

სტრუქტურა

რედაქტირება

ბილიპიდური სტრუქტურა

რედაქტირება
 
ფოსფოლიპიდი პლაზმურ მემბრანაში

ლიპიდები პლაზმური მემბრანის ფორმირების პროცესში უმთავრეს როლს ასრულებენ. პლაზმური მემბრანა ძირითადად შედგება წვრილი, ამფიპატიკური ფოსპოლიპიდების ორი შრისაგან. ფოსფოლიპიდი შედგება ჰიდროფილური(ნივთიერება, რომელიც წყალში კარგად იხსნება) „თავისა“ და ჰიდროფობური(ნივთიერება, რომელიც წყალში არ იხსნება) „კუდისაგან“. ფოსფოლიპიდები სითხეში მოთავსებისას ორ შრეს ქმნიან: ჰიდროფობური „კუდები“ შიგნით ექცევა, ჰიდროფილური „თავები“ კი-გარეთ. საბოლოოდ, მიიღება უწყვეტი, სფერული ლიპიდების შრე, რომლებიც ცუდად ატარებენ იონებს და სხვა პოლარულ მოლეკულებს. ფოსფოლიპიდების ასეთი მოწესრიგებული წყობა ხელს უშლის მაღალმოლეკულურ ნაერთებს უჯრედში შეღწევაში, მაგრამ, ჩვეულებრივ ატარებს ჰიდროფობურ მოლეკულებს. პლაზმური მემბრანის უნარი აკონტროლოს მასში ნივთიერებების მოძრაობა ხორციელდება ტრანსმემბრანული ცილების კომპლექსების მეშვეობით, როგორებიცაა მაგ. ფორები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება