პიკ-ლა-სელი
პიკ-ლა-სელე (კრეოლ. Pik Lasel; ასევე ცნობილი როგორც მორნე-ლა-სელე) — ჰაიტის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს ჰაიტის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ოუესტის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, სელეს ქედზე, რომელიც დომინიკის რესპუბლიკამდეა გადაჭიმული.[1]
პიკ-ლა-სელე | |
---|---|
Pic la Selle | |
კოორდინატები: 18°22′00″ ჩ. გ. 71°59′00″ დ. გ. / 18.36667° ჩ. გ. 71.98333° დ. გ. | |
ქვეყანა | ჰაიტი |
სიმაღლე | 2 680 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 2 650 მ |
მთა წარმოადგენს კირქვის პლატოებისგან შემდგარ რთულ მასივს, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ცარცული პერიოდის ბაზალტი, ტუფი და დოლერიტი. მისი სიმაღლე 2 680 მეტრს აღწვეს.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Peakbagger.com Pic la Selle, Haiti
- ↑ Peakbagger.com Caribbean Area