პიკო-ბაზილე
პიკო-ბაზილე (ესპ. Pico Basilé, ადრინდელი სახელი — პიკო-დე-სანტა-ისაბელი) — მთა, რომელიც მდებარეობს კუნძულ ბიოკოზე. ეკვატორული გვინეის ყველაზე მაღალი მთა. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 3011 მეტრს.[1] იგი ყველაზე უფრო მაღალია სამ ბაზალტურ ვულკანებს შორის, რომლებისგანაც ჩამოყალიბებულია კუნძული. მისი მწვერვალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მოსჩანს კამერუნის მთა. პიკო-ბაზილე მდებარეობს დედაქალაქ მალაბოს სიახლოვეს.
პიკო-ბაზილე | |
---|---|
პიკო-ბაზილე | |
კოორდინატები: 3°35′00″ ჩ. გ. 8°46′00″ ა. გ. / 3.58333° ჩ. გ. 8.76667° ა. გ. | |
სიმაღლე | 3011 მ |
ბოლო ამოფრქვევა | 1923 |
კუნძული ბიოკო ჩამოყალიბდა კამერუნის ხაზის გასწვრივ, ატლანტის ოკეანიდან კამერუნამდე. ეს ხაზი მოიცავს გვინეის ყურის სხვა ვულკანურ კუნძულებს, როგორებიცაა: ანობონი, პრინსიპი და სან-ტომე, ასევე მასიურ სტრატოვულკანს კამერუნის მთაზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუნძულ ბიოკოს ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამა დაარქივებული 2007-02-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Africa Ultra-Prominences. Peaklist.org. ციტირების თარიღი: 2013-02-10.