პივკა
პივკა (სლოვენ. Pivka) — კარსტული მიწისქვეშა მდინარე სლოვენიაში, სიგრძე 27 კმ. სათავე აქვს სოფელ ზაგორიეს მახლობლად, ზღვის დონიდან 555 მ სიმაღლეზე. გაედინება კარსტულ მხარეებში, კვეთს პოსტოინსკა-იამას 800 მ სიგრძეზე. მიწის ქვეშ ქმნის ჩქერებსა და სიფონებს. ბოლოს პოულობს პლანინის მღვიმეში, სადაც ერთვის რაკს. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მიწისქვეშა მდინარეა. წყალუხვია იანვარში და მაისში, ჩამონადენის სიმცირე შეინიშნება აგვისტოსა და ოქტომბერში. მდინარის ქვემო წელში გაშენებულია სლოვენიის დედაქალაქი ლიუბლიანა.
პივკა Pivka | |
---|---|
ქვეყანა | სლოვენია |
ქალაქები | ლიუბლიანა |
სათავე | 45°38′23″ ჩ. გ. 14°13′37″ ა. გ. / 45.63972° ჩ. გ. 14.22694° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ზაგორიე |
სათავის სიმაღლე | 582 მ |
შესართავი | 45°46′57″ ჩ. გ. 14°12′13″ ა. გ. / 45.78250° ჩ. გ. 14.20361° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 533 მ |
სიგრძე | 27 კმ |
მდინარის სისტემა | დუნაი |
— სათავე, — შესართავი | |
პივკა ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პივკა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)