პოსტოინსკა-იამა
პოსტოინსკა-იამა (სლოვენ. Postojnska jama; გერმ. Adelsberger Grotte; იგივეა რაც პოსტოინის მღვიმე, ადელსბერგის მღვიმე) — კარსტული მღვიმე სლოვენიაში, კარსტის პლატოზე. მდებარეობს დინარის კარსტში, ქალაქ პოსტოინის სიახლოვეს. წარმოადგენს დარბაზებისა და დერეფნების რთულ სისტემას, რომელთა საერთო სიგრძეა 20,570 მ; სიღრმე 115 მ. შესასვლელი ზღვის დონიდან 554 მ სიმაღლეზეა. კეთილმოწყობილია. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ობიექტი. არის განათება; გაყვანილია რკინიგზა. განთქმულია ეხების, სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების სილამაზით. მღვიმეში 800 მ სიგრძეზე გაედინება მდინარე პივკა. პოსტოინსკა-იამა პირველად აღწერა ისტორიკოსმა ივან ვარკჰარდ ვალვასორმა XVII საუკუნეში. დეტალურად გამოიკვლია და ახალი ადგილები აღმოაჩინა ლუკა ჩეხმა 1818 წელს. 1884 წელს გაკეთდა ელექტროგანათება. 1872 წელს გაიყვანეს მსოფლიოში პირველი მღვიმური რკინიგზა. მთელი წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა აქ დაახლოებით 10°С-ის ტოლია. ცნობილია 1213 წლიდან.
პოსტოინსკა-იამა | |
---|---|
Postojnska jama | |
პოსტოინსკა-იამა | |
კოორდინატები: 45°46′52″ ჩ. გ. 14°12′20″ ა. გ. / 45.781250° ჩ. გ. 14.205694° ა. გ. | |
ქვეყანა | სლოვენია |
აბსოლუტური სიმაღლე | 554 მ |
სიგრძე | 20 570 მ |
სიღრმე | 115 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვები |
საიტი | *ოფიციალური საიტი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პოსტოინსკა-იამა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (სლოვენური)
- პოსტოინსკა-იამა (ინგლისური)
- პოსტოინსკა-იამა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)