ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პიერ ოჟე (ფრანგ. Pierre Victor Auger; დ. 14 მაისი, 1899, პარიზი — გ. 25 დეკემბერი, 1993, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი. ცნობილი როგორც ოჟეს ეფექტის აღმომჩენი, რომელსაც ეს სახელი მის პატივსაცემად ეწოდა.

პიერ ოჟე
ფრანგ. Pierre Auger
დაბ. თარიღი 14 მაისი, 1899(1899-05-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი პარიზი[9]
გარდ. თარიღი 24 დეკემბერი, 1993(1993-12-24)[1] [3] [5] [6] [7] [8] (94 წლის)
გარდ. ადგილი 14th arrondissement of Paris
დასაფლავებულია Clairefontaine-en-Yvelines
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და იუნესკო
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი
მამა Victor Auger
ნათესავ(ებ)ი Francis Perrin, David Perrin და Olivier Pagès
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, აკადემიური პალმის ორდენის კომანდორი, სამი ფიზიკოსის პრემია, ლუის ანსელის პრემია და კალინგის პრემია[10]

ბიოგრაფია

რედაქტირება

პიერ ოჟე დაიბადა 1899 წლის 14 მაისს პარიზში. მან საშუალო განათლების მიღების შემდეგ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის საბუნებიმეტყველო-მათემატიკური ფაკულტეტი. ამავე უნივერსიტეტში დაიწყო მუშოაობა 1927 წელს, ხოლო 10 წლის შემდგომ იგი ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია. 1941-1945 წლებში იგი სამუშაოდ მიწვეული იყო აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში.

მოღვაწეობა

რედაქტირება

როდესაც ომი დასრულდა იგი დაბრუნდა საფრანგეთში და მონაწილეობა მიიღო ატომური ენერგიის კომისარიატის ორგანიზაციაში. 1960-1964 წლებში ოჟემ აქტიური მონაწილეობა მიიღო კოსმოსური კვლევის ევროპის ცენტრის ორგანიზაციაში. 1922 წლიდა ოჟე დაინტერესდა ინგლისელი ფიზიკოსის ვილსონის მიერ 1912 წელს შექმნილი ბუშტოვანი კამერის მეთოდიკით (ამ კამერას შემდგომში ეწოდა „ვილსონის კამერა“). მან ეს მეთოდი გამოიყენა აირის ატომებზე რენტგენის სხივებით მოქმედების შედეგად წარმოშობილი ფოტოელექტრული ეფექტის შესწავლისათვის. ოჟემ შემდგომში ამ მეთოდის გამარტივება გადაწვიტა. ვილსონის კამერაში ჰაერი და მასში შერეული წყლის ორთქლი შედიოდა, ხოლო ოჟემ გადაწყვიტა ერთ აირის შეყვანა და ამ აირით ფოტოელექტრული ეფექტის მიღება. მან კამერაში წყალბადი (წყალბადს რენტგენის სხივების გარჩევის დაბალი კოეფიზიენტი გააჩნდა) შეიყვანა და შეურია რენტგენის სხივების დიდი კოეფიციენტის მქონე აირის მცირე რაოდენობა, კრიპტონი. ამით მან შეძლო და დაინახა გამოსხივებული ფოტოელექტრონების მიმართულება. მან აღმოაჩინა, რომ ელექტრონების განსახილველი ტრაექტორია იმავე წერტილში იწყებოდა, საიდანაც იწყებოდა პირველად დაკავშირებული ელექტრონული ტრაექტორია (ესეიგი ორივე კვალი იწყებოდა ერთი და იმავე დადებითი იონისაგან). მრავალი ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად ოჟე დარწმუნდა, რომ ეს მოვლენა იყო საერთო და ვლონდებოდა დაიონებულ ატომების ღრმა ელექტრონების ეგრეთ წოდებულ „გამოუსხივარ გადასვლებში“.

1932 წელს ჩადვიკის მიერ ნეიტრონის აღმოჩენის შემდეგ, ოჟემ აღმოაჩინა ჯგუფები, რომლებიც ქმნიდნენ დაბალი ენერგეტიკული დონეების ზონას. მანვე ახსნა, რომ ასეთი ნეიტრონების გამოსხივება წარმოადგენს α-ნაწილაკების მოქმედების შედეგად ბერილიუმის ბირთვის დაშლის გარკვეული მექანიზმის შედეგს, და ამ დროს α-ნაწილაკები არ ჩაიტაცება.

მომდევნო წლებში ოჟე სწავლობდა კოსმოსურ ღვარებს, რომელსაც ფოტოელექტრული კასკადის სახე ჰქონდა. თანმთხვეული მრიცხველის დახმარებით ოჟემ აღმოაჩინა კოსმოსური სხივების უზარმაზარი ატმოსფერული ღვარები და მაღ უწოდა „დიდი ღვარები“. ზოგჯერ შემოკლებით ამ ღვარებს უწოდებენ „ოჟეს ღვარებს“. ამ ღვარების ენერგია მილიარდჯერ აღემატება იმ ენერგიას, რომელიც ყველაზე მძლავრი ამაჩქარებლის პროტონებს გააჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ 1936 წლიდან კოსმოსური სხივების ფართო ატმოსფერული ღვარების შესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაიწყო. ამ საქმეს იმ დროისთვის სათავეში საბჭოთა ფიზიკოსი ბორის ყიზილბაში ედგა. ასევე აღსანიშნავია, რომ ოჟეს მიერ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაში 1965-1967 წლებში სამეცნიერო მრჩევლად მუშაობდა ცნობილი ქართველი ფიზიკოსი — გიორგი ჩიქოვანი.

ოჟეს ნაშრომების დიდი ნაწილი კოსმოსური სხივების შესწავლას ეძღვნება. მის აღმოჩენებს მიეკუთვნება შემდეგი ფაქტი: ზოგიერთმა ნაწილაკმა ტყვიის ერთი მეტრის სისქის ფენაში გასვლის შემდეგ სილვონის ორმაგ კამერაშიც გააღწია. ამგვარად 1935 წელს აღმოაჩინა ამ ნაწილაკების არაელექტრული ბუნება.

პიერ ოჟე გარდაიცვალა 1993 წლის 25 დეკემბერს, პარიზში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ. ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 244-247, თბილისი, 1980.
  • Scienziati e tecnologi. Contemporanei. V. 1, Milano, 1974.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 GeneaStar
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  9. Оже Пьер Виктор // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. http://www.kalingafoundationtrust.com/website/kalinga-prize-for-the-popularization-of-science.htm
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პიერ_ოჟე“-დან