პედრო გონსალეს ლოპესი (ესპ. Pedro González López; დ. 25 ნოემბერი, 2002, ტეგესტე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, კანარის კუნძულები, ესპანეთი), ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც პედრი (ესპ. Pedri) — ესპანელი ფეხბურთელი. „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.

პედრი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პედრო გონსალეს ლოპესი
დაბადების
თარიღი
25 ნოემბერი, 2002 (2002-11-25) (21 წლის)
დაბადების
ადგილი
ტეგესტე,
სანტა-კრუს-დე-ტენერიფე,
კანარის კუნძულები,
ესპანეთი
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 16
ახალგაზრდული კარიერა
ტეგესტე
ხუვენტუდ ლაგუნა
2018–2019 ლას-პალმასი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2019–2020 ლას-პალმასი 36 (4)
2020– ბარსელონა 39 (3)
ეროვნული ნაკრები
2019 ესპანეთი 17-წლამდე 5 (0)
2019 ესპანეთი 18-წლამდე 2 (1)
2020 ესპანეთი 19-წლამდე 1 (0)
2020– ესპანეთი 21-წლამდე 4 (0)
2021– ესპანეთი 10 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 სექტემბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ივლისი, 2021

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ლას-პალმასი რედაქტირება

პედრი ესპანეთის კანარის კუნძულებზე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინციის ტეგესტეს მუნიციპალიტეტში, 2002 წლის 25 ნოემბერს დაიბადა.[1]

გამოდიოდა საფეხბურთო კლუბების „ტეგესტესა“ და „ხუვენტუდ ლაგუნას“ ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობაში. 2018 წლიდან „ლას-პალმასის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელი ხდება.[2][3][4]

2019 წლის ივლისში 16 წლის პედრი თავის პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებს „ლას-პალმასთან“[5].

გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი 2019 წლის 18 აგვისტოს სეგუნდა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, „უესკას“ წინააღმდეგ შედგა. შეხვედრა მასპინძლებმა, ანგარიშით 0–1 დათმეს.[6][7]

2019 წლის 19 სექტემბერს პედრიმ თავისი პირველი გოლი ხიხონის „სპორტინგს“ გაუტანა.[8] ამ გატანილი გოლით, — 16 წლის, 9 თვისა და 23 დღის ასაკში, „ლას-პალმასის“ ისტორიაში იგი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორად იქცა.[9][10].

ბარსელონა რედაქტირება

2019 წლის 2 სექტემბერს „ბარსელონამ“ მომდევნო, 2020 წლის ივლისისთვის, 5 მილიონ ევროდ პედრის კატალონიელთა კლუბში გადასვლის შესახებ „ლას-პალმასთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა. „ბარსელონასა“ და ფეხბურთელს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.[11]

გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი იმავე წლის 27 სექტემბერს, „კამპ ნოუზე“, პრიმერა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ შედგა. პედრიმ შეხვედრის 70-ე წუთზე ფელიპე კოუტინიო შეცვალა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 4–0 დამთავრდა.[12].

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

2019 წლიდან იცავდა ესპანეთის 17, 18 და 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას. 2020 წლიდან ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაშია. 2021 წლის მარტში პედრი პირველად გამოიძახეს ესპანეთის ნაკრებში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის.[13] მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 2021 წლის 25 მარტს, საბერძნეთის წინააღმდეგ. [14]

ტიტულები რედაქტირება

  ბარსელონა:(3)

სტატისტიკა რედაქტირება

განახლდა: 31 იანვარი, 2021
მატჩები და გოლები გუნდების, წლებისა და ტურნირების მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი ევროპა სხვა ჯამი
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ლას-პალმასი 2019–20 სეგუნდა დივიზიონი 36 4 1 0 37 4
ბარსელონა 2020–21 პრიმერა დივიზიონი 37 3 6 0 7 1 2[ა] 0 52 4
კარიერა 56 6 3 0 5 1 2 0 66 7
  1. მატჩები ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Pedro González “Pedri” se incorpora mañana a la pretemporada del primer equipo. UD Las Palmas. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  2. El Tenerife desestimó a Pedri porque era pequeñito y flaco. Tinta Amarilla. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  3. 'Pedri', el tinerfeño que Pepe Mel quiere para la UD Las Palmas. El Diario. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  4. 10 Facts About Footballer Pedro González López. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  5. El juvenil Pedri firma contrato profesional con la UD Las Palmas. UD Las Palmas. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  6. Las Palmas vs. Huesca. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  7. El Huesca se lleva el triunfo gracias a un gol de Álex Gallar en la segunda parte. Marca. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  8. Las Palmas vs. Sporting Gijón. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  9. Pedri es una estrella: golazo y primera victoria de Las Palmas. Diario AS. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  10. 10 things about Pedri. FCBarcelona.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  11. Barça i Las Palmas arriben a un acord per al traspàs de Pedri. FCBarcelona.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  12. Barcelona vs. Villarreal. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
  13. Brennan, Feargal. Barcelona star Pedri set for debut Spain senior call up (14 March 2021). ციტირების თარიღი: 15 March 2021
  14. Spain v Greece game report. FIFA (25 March 2021).