პაფლაგონია
პაფლაგონიის თემი (ბერძ. θέμα Παφλαγονίας) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია. თემი მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.
ისტორია
რედაქტირებაბერძნული კოლონიზაციის ხანაში პაფლაგონიის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი სინოპი. ძვ. წ. VI საუკუნეში ჰეროდოტეს მიხედვით დაიპყრო ლიდიის მეფე კრეზმა, ხოლო შემდეგ შედიოდა აქემენიანთა იმპერიის III სატრაპიაში. ძვ. წ. IV საუკუნეში შედიოდა ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოში. ძვ. წ. 281 წლიდან მართავდნენ ადგილობრივი დინასტიები. ძვ. წ. 107 წლიდან ის მემკვიდრეობით მიიღო მითრიდატე VI–მ. ძვ. წ. 74-64 წლების ომის დროს პაფლაგონიის ასნაპირო მხარე რომის პროვინციებს, პონტოსა და ბითინიას შეუერთდა, დანარჩენი ნაწილი კი გალათეაში შევიდა. დიოკლეტიანეს დროს პაფლაგონია ცალკე პროვინციად ჩამოყალიბდა, რომლის ცენტრი ჰერმანიკოპოლისი იყო.[1]
ბიზანტიის იმპერიაში პაფლაგონია ცალკე თემი იყო. პაფლაგონიის თემი და მისი მმართველი სტრატეგოსი, პირველად მოხსენიებულია 826 წელს, თემი კი შესაძლოა წარმოიქმნა 820 წელს[2][3]. თემის ტერიტორია შეესაბამება ანტიკურ პერიოდში არსებულ პაფლაგონიის რეგიონს, რომელიც შედიოდა ოპსიკიონის და ბუკელარიონის თემში[4][5]. ადმინისტრაციული და საეკლესიო ცენტრი, ქალაქ განგრაში მდებარეობდა[6]. არსებობს მოსაზრება, რომ პაფლაგონიის რეგიონი ეკუთვნოდა არმენიაკონს და არა ბუკელარიონს. ვარაუდობენ, რომ შავ ზღვაში რუსების აქტივობამ განაპირობა პროვინციის ავტონომიური მართვლეობის ჩამოყალიბება[7]. არაბი გეოგრაფების იბნ ხორდადბეჰის და იბნ ალ-ფაქიჰის თანახმად, პროვინცია ითვლიდა 5 000 სამხედროს და 5 ციხესიმაგრეს[4][5][8]. აღსანიშნავი გამონაკლისი, ჩვეულ თემების იერარქიაში, არის კატეპანის არსებობა, ისინი პასუხისმგებელი იყვნენ ბიზანტიის სამხედრო ფლოტზე, რომლის ცენტრი ქალაქ ამასტრიაში მდებარეობდა[2][4].
1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, რეგიონის დიდი ნაწილი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს; 1130 წელს, იოანე II კომნენოსის მეთაურობით, სანაპირო ტერიტორია ბიზანტიას დაუბრუნდა, მაგრამ შიდა ნაწილი თურქების ხელში დარჩა. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, პაფლაგონია დავით კომნენოსის ხელში გადავიდა, მაგრამ 1214 წელს ნიკეის იმპერატორმა, თეოდორე I ლასკარისმა ამასტრიის დასავლეთ ნაწილი დაიპყრო. XIV საუკუნემდე ტერიტორია ბიზანტიის ხელში რჩებოდა, შემდგომ ის თურქებმა ან გენუელებმა დაიპყრეს.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (1991) The Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6.
- (2001) Catalogue of Byzantine Seals at Dumbarton Oaks and in the Fogg Museum of Art, Volume 4: The East. Washington, District of Columbia: Dumbarton Oaks Research Library and Collection. ISBN 0-88402-282-X.
- Oikonomides, Nicolas (1972). Les Listes de Préséance Byzantines des IXe et Xe Siècles (French). Paris, France: Editions du Centre National de la Recherche Scientifique.
- Pertusi, A. (1952). Constantino Porfirogenito: De Thematibus (Italian). Rome, Italy: Biblioteca Apostolica Vaticana.
- Treadgold, Warren T. (1995). Byzantium and Its Army, 284–1081. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-3163-2.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგაძე გ., პაფლაგონია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 715.
- ↑ 2.0 2.1 McGeer, Nesbitt და Oikonomides 2001, p. 25.
- ↑ Oikonomides 1972, p. 349.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Kazhdan 1991, p. 1579.
- ↑ 5.0 5.1 Pertusi 1952, p. 136.
- ↑ Pertusi 1952, p. 137.
- ↑ Treadgold 1995, p. 31, 69.
- ↑ Treadgold 1995, p. 67–69.