პატრიცია კონაქტელი

ვიქტორია პატრიცია ჰელენა ელიზაბეტ კონაქტელი, მოგვიანებით ლედი პატრიცია რამზეი (ინგლ. Lady Patricia Ramsay); (დ. 17 მარტი, 1886 — გ. 12 იანვარი, 1974) — დედოფალი ვიქტორიას შვილიშვილი.[1]

პატრიცია კონაქტელი

პატრიცია 1912 წელს
დაბადების სახელი ვიქტორია პატრიცია ჰელენა ელიზაბეთ უინძორი
დაბადების თარიღი 17 მარტი, 1886
ბაკინგემის სასახლე, ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი, 1974 (87 წლის)
სარის საგრაფო
ეროვნება ინგლისელი
მეუღლე(ები) ალექსანდრე რამზეი (1919-1972)
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: არტურ კონაქტელი
დედა: ლუიზა მარგარეტ პრუსიელი
ნათესავები ვიქტორია (ბებია)

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

 
კონატის ჰერცოგი და ჰერცოგინია შვილებთან ერთად 1893 წელს

პრინცესა პატრიცია დაიბადა 1886 წლის 17 მარტს, წმინდა პატრიკის დღეს, ლონდონში, ბაკინგემის სასახლეში. მამამისი იყო პრინცი არტური, კონაქტისა და სტრატერნის ჰერცოგი, დედოფალი ვიქტორიას და ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის მესამე ვაჟი, ხოლო დედამისი იყო პრუსიის პრინცესა ლუიზა მარგარეტი. მას ჰყავდა ორი უფროსი და-ძმა, კონაქტის პრინცი არტური და კონაქტის პრინცესა მარგარეტი.

იგი მოინათლა ვიქტორია პატრიცია ელენა ელიზაბეტის სახელით წმინდა ანას ეკლესიაში ბაგშოტში 1886 წლის 1 მაისს. მისი ნათლიები იყვნენ დედოფალი ვიქტორია (მისი ბებია); საქსე-კობურგისა და გოთას ჰერცოგი (დიდი ბიძია); პრუსიის პრინცესა ელიზაბეტ ანა (დეიდამისი); პრუსიის პრინცი ვილჰელმი (მისი პირველი ბიძაშვილი); ჰელენ ბრიტანელი (მისი მამიდა); და პრუსიის პრინცი ალბერტი (დედამისის პირველი ბიძაშვილი). [2] მას ვიქტორიას სახელი ეწოდა ბებიამისის საპატივცემულოდ; სახელი პატრიცია, წმინდა პატრიკის გამო, ხოლო ჰელენა, მამის დის, ჰელენა ბრიტანელის პატივსაცემად.

გაიზარდა სამეფო ოჯახის წევრად. იყო მეჯვარე იორკის ჰერცოგის და ჰერცოგონიას (მომავალი ჯორჯ V და მარია ტეკელი) ქორწილში, 1893 წლის 6 ივლისს.

კანადა რედაქტირება

 
პრინცესა პატრიცია და მაიორი უორტინგტონი რიდო ჰოლში, სასრიალო მოედანზე, 1914 წელს

პრინცესა პატრიცია ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა. როდესაც მამამისი კონაქტის ჰერცოგი გაგზავნეს ინდოეთში ჯართან ერთად, პატრიციაც მასთან ერთად იმყოფებოდა 2 წლის განმავლობაში. ნიუ-დელიში არსებობს Connaught Place, ბიზნეს სივრცე, რომელიც ჰერცოგის სახელობისაა. 1911 წელს ჰერცოგი დაინიშნა კანადის გენერალურ გუბერნატორად. პრინცესა პატრიცია მშობლებს თან ახლდა კანადაში, სადაც მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1917 წლის 17 მარტს მისი პორტრეტი გამოსახული იყო კანადის ერთდოლარიან კუპიურაზე.

1918 წლის 22 თებერვალს იგი დაინიშნა პრინცესა პატრიციას მსუბუქი ქვეითი ჯარის მთავარ პოლკოვნიკად და ეს თანამდებობა სიკვდილამდე ეკავა. [3] პატრიციამ თავად უხელმძღვანელა პოლკის სამკერდე ნიშნის შექმნას. 1919 წელს, მის ქორწილს ასევე ესწრებოდნენ პრინცესა პატრიციას მსუბუქი ქვეითთა ჯარის წევრები. [4]

ქორწინება რედაქტირება

პატრიციას ქორწინების საკითხი მრავალი სპეკულაციის საგანი იყო ედვარდიანულ ეპოქაში, რადგან იგი მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და უფლებამოსილ სამეფო პრინცესად ითვლებოდა. მას სთავაზობდნენ სხვადასხვა უცხოელ სამეფო ოჯახის წევრზე დაქორწინებას, მათ შორის იყვნენ: ესპანეთის მეფე, ალფონსო III, პორტუგალიის პრინცი ლუიშ-ფილიპე, ადოლფ ფრიდრიხ IV, მეკლენბურგ-სტრელიცის მომავალი დიდი ჰერცოგი [5] და რუსეთის დიდი ჰერცოგი მიხეილ ალექსანდრეს ძე, ცარ ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმა.

თუმცა, საბოლოოდ, იგი დაქორწინდა საზღვაო სარდალზე (მოგვიანებით ადმირალ) ალექსანდრე რამზეიზე (დაიბადა 1881 წლის 29 მაისს და გარდაიცვალა 1972 წლის 8 ოქტომბერს). ალექსანდრე იყო მამამისის თანაშემწე და დალჰაუზის მე-13 გრაფის მესამე ვაჟი. ისინი დაქორწინდნენ ვესტმინსტერის სააბატოში, 1919 წლის 27 თებერვალს. [6] [7] მისი მეჯვარეები იყვნენ:

  • ლედი მერი კემბრიჯი და ლედი ჰელენა კემბრიჯი (ადოლფუს კემბრიჯის ქალიშვილები)
  • პრინცესა მერი (ჯორჯ V-ის ქალიშვილი)
  • ლედი იდა რამზეი და ლედი ჟან რამზეი (არტურ რამზეის, საქმროს ძმის ქალიშვილები)
  • პრინცესა მაუდი (ლუიზა ბრიტანელის უმცროსი ქალიშვილი)
  • ლედი მეი კემბრიჯი (ალექსანდრე კემბრიჯის და პრინცესა ალისას ქალიშვილი)
  • ინგრიდ შვედი (პატარძლის დისშვილი)
  • ალასტერ უინძორი, მაკდუფის გრაფი (პატარძლის ძმისშვილი)
  • სიმონ რამზეი (არტურ რამზეის ვაჟი, საქმროს ძმა).

ალექსანდრე რამზეის და პატრიციას ერთი შვილი შეეძინათ: ალექსანდრე რამზეი მარსელი, რომელიც დაიბადა 1919 წლის 21 დეკემბერს. 1956 წელს დაქორწინდა ფლორა ფრეიზერზე. გარდაიცვალა 2000 წლის 20 დეკემბერს.

მოგვიანებით ცხოვრება რედაქტირება

 
პატრიცია კონაქტის ჰერცოგთან და კაპიტანთან ერთად. ინგლისში, 1924 წელს

დაქორწინების შემდეგ სამეფო ტიტულის დათმობის მიუხედავად, ლედი პატრიცია დარჩა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრად. იგი დაესწრო ყველა მთავარ სამეფო ღონისძიებას, მათ შორის ქორწილებს, დაკრძალვებს და მეფე ჯორჯ VI-ის და ელისაბედ ბოუზ-ლაიონის და დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციას.

პატრიციას გამოსდიოდა აკვარელებით ხატვა. იყო აკვარელის სამეფო ინსტიტუტის მხატვრების საპატიო წევრი. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი შთაგონებული იყო ტროპიკულ ქვეყნებში მოგზაურობით. პატრიციაზე, როგორც მხატვარზე, დიდი გავლენა იქონიეს პოლ გოგენის და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებმა.

გარდაცვალება რედაქტირება

ლედი პატრიცია გარდაიცვალა უინდლესჰემში, სარის საგრაფოში, 1974 წლის 12 იანვარს, მისი 88-ე დაბადების დღემდე 8 კვირით ადრე. იმ დროს, იყო დედოფალი ვიქტორიას ერთ-ერთი ცოცხალი შვილიშვილი. (მეორე იყო პრინცესა ელისი, ათლონის გრაფინია)

ლედი პატრიცია და ადმირალი ალექსანდრე რამზეი დაკრძალულნი არიან სამეფო სასაფლაოზე, ფროგმორში.

პატრიციას პატივსაცემად კანადის არმიის ქვეით პოლკს მისი სახელი უწოდეს. პატრიციას ტბა ალბერტაში ასევე მის სახელს ატარებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Koenig, Marlene A. Eilers, Queen Victoria's Descendants, (New York: Atlantic International Publishing, 1987).
  • Weir, Alison, Britain's Royal Families: The Complete Genealogy (London: Palmico, 1996).
  • "Obituary: Lady Patricia Ramsay, Granddaughter of Queen Victoria," The Times, 14 January 1974, p. 14.

სქოლიო რედაქტირება

  1. „Lady Patricia Ramsay is dead. Granddaughter of Victoria, 87“. New York Times. Associated Press. 14 January 1974.
  2. Yvonne's Royalty Home Page: Royal Christenings. Users.uniserve.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 28 August 2015
  3. Curiosities of Somerset. 
  4. Archives Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-16. ციტირების თარიღი: 2022-03-08.
  5. „Princess Pat engaged? Grand Duke of Mecklenburg-Strelitz said to be her fiance“. New York Times. 30 June 1913. p. 4.
  6. „Princess Patricia to wed Earl's son. King George's cousin betrothed to Com. A.R.M. Ramsay, R.N., Dalhousie heir. Sponsor of a regiment. Honorary Colonel in Chief of "Princess Pats" is a great favorite in Canada and England“. New York Times. 28 December 1918.
  7. Wedding of Princess Patricia to Sir A. Ramsay, 1919.