პატარა ჯვრის ეკლესია

პატარა ჯვრის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ფიჩხოვანის სამხრეთ-დასავლეთით 3-4 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4 X 2,9 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძეგლი დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდე; ჩამოშლილია კრამიტის საფარი; შირიმის თაროსებრი ლავგარდნის რამდენიმე ქვაღაა შემორჩენილი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. ამ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. ჩრდილოეთ კედელში ორი პატარა სწორკუთხა ნიშია. ინტერიერი შეისრული კამარითაა გადახურული. დასავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში ჩასმულ შირიმის ქვაზე, მარტივი რელიეფური ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა

რედაქტირება