პატარა ჩაილურის ციხე-კოშკი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

პატარა ჩაილურის ციხე-კოშკიარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის სამხრეთით, ოთხიოდე კილომეტრზე, ტრიალ მინდორზე. განეკუთვნება XVll საუკუნის შუა წლებს. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ და ჩრდილო კედელი. დანარჩენი კედლები მიწის პირამდეა დანგრეული, რის გამოც, გათხრა-გასუფთავების გარეშე. შენობის გეგმის მოხაზულობის დადგენა არ ხერხდება. შენობის ორივე კედელი სამი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი (სისქე პირველი სართულის დონეზე - 1,3 მეტრი) და ერთმანეთს სწორი კუთხით უკავშირდება. გარედან ეს კუთხე მომრგვალებული, ზემოთკენ თანდათან შევიწროებული კონტრფორსითაა გამაგრებული. თითო მსგავსი კონტრფორსითაა გამაგრებული საკუთრივ კედლებშიც. კოშკი მთლიანად რიყის ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები. კედლების ზედაპირი, გარედან გასწორებულია წმინდა ბათქაშით. შიგნით კი, კედლები ბათქაშის გარეშეა. გარეთა კედლების წყობაში, ალაგ-ალაგ, აგურიცაა გამოყენებული. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (კედლებზე შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები). პირველი სართულის დონეზე ორივე კედლის შუა ნაწილი განგრეულია. დანარჩენი ნაწილები კი ყრუა. მეორე სართულზე, კონტრფორსებს შორის, თითო განიერი, ხით გადახურული სარკმელია. მესამე სართულის კედლებიდან მხოლოდ წყობის რამდენიმე რიგიღაა დარჩენილი. ორივე კედელს, გარედან, პირველი სართულის ჭერის დონეზე, ვერტიკალურად დალაგებული აგურებით გამოყვანილი ზოლი გასდევს, რომელიც კონტრფორსებზეც გადადის. შემობას უშუალო ანალოგიები არ მოეპოვება. ზოგადი ნიშნებით იგი ახლოს დგას სოფელ კისისხევისა და ქალაქ საგარეჯოს კოშკებთან.

ლიტერატურა

რედაქტირება