პატარა შირაქის ველის პირველი ნამოსახლარები

პატარა შირაქის ველის პირველი ნამოსახლარებიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ველის დასავლეთ ნაწილში. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო-I ათასწლეულის დასაწყისით. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კოტე ფიცხელაური).

ერთი ნამოსახლარი ოვალურია (სიგრძე - 130 მ, სიგანე - 70 მ), მეორე დაზიანებულია ტერიტორიის ინტენსიურად დამუშავების გამო. არქეოლოგიური მასალა დიდ ფართობზეა (დაახლოებით 300 x 300 მ) გაბნეული. ჭარბადაა მოპოვებული კარგად გამომწვარი, ნაცრისფერი და მოჩალისფრო, ტალღური და რელიეფური ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. დამადასტურებელია ცხოველის ძვლებიც, რიყის ქვის იარაღები, სანაყები, სასრესები, თოხები, ხელსაფქვავის ნატეხები.

ანაკრეფი მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა რედაქტირება