პატარა თხილნარა
პატარა თხილნარა, ყოფ. პატარა თხინალა — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ხცისი).
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1080 მ-ზე, ხაშურიდან 13 კმ დაშორებით. 2002 და 2014 წლების აღწერებით მუდმივი მოსახლეობა არ არის.
ისტორია
რედაქტირება1886 წლის აღწერით, პატარა თხინალაში 16 კომლი (61 კაცი და 59 ქალი, სულ 120 კაცი). ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მოსახლეობა მთლიანად ოსურია. პატარა თხინალა, როგორც სოფელი, მოიშალა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 708.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 16, 22 აპრილი, 2019, გვ. 3.