პარმენ საბაშვილი
პარმენ საბაშვილი (დ. 1883, ოზურგეთი — გ. 17 სექტემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი.
პარმენ საბაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1883 |
დაბ. ადგილი | ოზურგეთი |
გარდ. თარიღი | 17 სექტემბერი, 1937 |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | პოლიტიკოსი და ადვოკატი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო გზათა მინისტრის მოადგილე. შემდომში მუშაობდა სურსათის მომარაგების სამინისტროში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ცხოვრობდა ბათუმში, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 1937 წელს დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური საქმიანობა. სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა. 1958 საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მისი რეაბილიტაცია მოახდინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 341.