ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პარვინ ბაბი, სრული სახელი — პარვინი ვალი მოჰამედ ხან ბაბი (ინგლ.: Parveen Wali Mohammad Khan Babi; აპრილი 4, 1954 —  20 იანვარი, 2005) —  ინდოელი მსახიობი და ფოტომოდელი. კარიერის განმავლობაში მან ითამაშა 60 – მდე მხატვრულ ფილმში. პირველი ინდოელი მსახიობია, რომელიც  გამოჩნდა ჟურნალ Time- ის გარეკანზე. 1984 წელს განუვითარდა შიზოფრენია, რის გამოც ეკრანს ჩამოსცილდა.[1][2]

პარვინ ბაბი
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1954
ჯუნაგადჰი, საურაშტრა, ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 2005 (50 წლის)
მუმბაი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
პროფესია მსახიობი, მოდელი
აქტიური 1974-1983

ბიოგრაფია

რედაქტირება

პარვინი დაიბადა  გუჯარათის შტატის ქალაქ ჯუნაგადში, მუსლიმურ ოჯახში. იგი გახლდათ  ვალი მოჰამედ ბაბის (გარდაიცვალა 1959 წ.) და ჯამალა ბახტე ბაბის (გარდაიცვალა 2001 წ.) ერთადერთი შვილი.  თავადი მამა, რომელიც  ქალაქ ჯუნაგადის ადმინისტრატორი იყო,  არ იშურებდა ძალისხმევას და რესურსებს საყვარელი ქალიშვილის განათლებისათვის. პარვინი სწავლობდა აჰმადაბადის სკოლაში, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა წმინდა ქსავიერის კოლეჯში.[3]

პარვინ ბაბიმ, რომელსაც შეარქვეს თოჯინა ბარბის თვალებით, ერთი ნახვით მოხიბლა რეჟისორები. მან კარიერა  1972 წელს დაიწყო, როგორც მოდელმა. 1973 წელს შედგა მისი დებიუტი  ფილმში "Charitra", შემდეგ კი  ცამეტი წლის განმავლობაში პარვინი ცისფერ ეკრანებზე ბრწყინავდა.

პარვინ ბაბი თამაშობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: ამიტჰაბ ბაჩანი, შაში კაპური, დარმენდრა და ჯითენდრა. მთელი კარიერის განმავლობაში, პარვინი ბოლივუდის ყველაზე გლამურულ დივად და მისი ეპოქის სტილის და სილამაზის სიმბოლოდ ითვლებოდა. ბოლივუდის ცაზე, მან დაიკავა ერთი ნიშა ზეინატ ამანთან ერთად—ისინი ორივე ცდილობდნენ შეეცვალათ ინდური გმირების იმიჯი ფილმებში. პარვინის ფოტოები თიღქმის  ყველა მოდური ჟურნალის გარეკანს ამშვენებდა. იგი  გახდა პირველი ბოლივუდის მსახიობი, რომელიც გამოჩნდა ჟურნალ TIME- ის გარეკანზე (1976 წლის ივლისი).

1983 წელს პარვინ ბაბის მონაწილეობამ  ლესბოსურ სცენებში  ჰემა მალინისთან ერთად, „სულთნის ქალიშვილის“ ძვირადღირებულ ისტორიულ დადგმაში, საზოგადოება შოკში ჩააგდო. 1983 წლის 30 ივლისს, კარიერის მწვერვალზე, პარვინმა დატოვა ინდოეთი და კინოინდუსტრია.[4]

ავადმყოფობა

რედაქტირება

1979 წლის სექტემბერში პარვინ ბაბის გამოუვლინდა პარანოიის პირველი ნიშნები. 1984 წელს იგი ლონდონში გაფრინდა, სადაც  შიზოფრენიას მკურნალობდა. 1984 წლის 7 აპრილს პარვინი ნიუ- იორკში ჩაფრინდა. როდესაც ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში მსახიობს დოკუმენტების წარდგენა  მოსთხოვეს, მას მკვეთრი რეაქცია ჰქონდა: ჩანთებს ისროდა ყველა მიმართულებით, შეურაცხყოფას აყენებდა აეროპრტის თანამშრომლებს. ბოლივუდის სუპერვარსკვლავი ოთხმა პოლიციელმა გააკავა, მას ხელბორკილები დაადეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1998 წელს პარვინ ბაბი დაბრუნდა ინდოეთში, მაგრამ ოდესღაც მომხიბვლელი გამხდარი ქალბატონი, ბოლივუდის "ბარბი" იმდენად  იყო შეცვლილი და წონაში მომატებული, მას ვეღარ სცნობდნენ. პარვინი ბოლივუდის მიღმა აღმოჩნდა.  მსახიობი უარყოფდა, რომ  მას  შიზოფრენია ჰქონდა და თვლიდა, რომ ეს იყო კინოინდუსტრიისა და მედიის შეთქმულება მის წინააღმდეგ, რათა შეელახათ მსახიობის რეპუტაცია.

პარვინ ბაბი მისი მოკვლის მცდელობაში ადანაშაულებდა როგორც უცხოელებს, ასევე ინდოეთის კინოს გამოჩენილ მოღვაწეებს  ( ჩამონათვალში შედიოდნენ: ამიტაბჰ ბაჩანი, ბილ კლინტონი, რობერტ რედფორდი, პრინცი ჩარლზი, ალ გორი, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიურო, KGB, მოსადი). 2002 წელს მან უჩივლა სანჯაი დუთს და ბრალი დასდო 1993 წლის 12 მარტს ბომბეიში ტერაქტების მოწყობაში.[5][6]

გარდაცვალება

რედაქტირება

პარვინ ბაბი გარდაიცვალა სრულიად მარტო, 2005 წლის 20 იანვარს, მუმბაიში, საკუთარ ბინაში. მისი ცხედარი მას შემდეგ იქნა ნაპოვნი, რაც მერძევემ პოლიციას განუცხადა, რომ ორი დღე რძე და გაზეთები მსახიობის ბინის კართან ხელუხლებელად  იდო. სიკვდილის მიზეზი  დიაბეტი გახდა, რის შედეგად განგრენა განუვითარდა მარჯვენა ფეხზე. ბოლო დღეებში პარვინმა სიარული ვერ შეძლო და ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა ბინაში. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ პარვინ ბაბი შიმშილით გარდაიცვალა.[7][8]

პარვინ ბაბი დაკრძალეს 2005 წლის 23 იანვარს დედის გვერდით. მის დაკრძალვას დაესწრო ორი მამაკაცი — ქაბირ ბედი და მაჰეშ ბჰატი,  რომლებსაც მსახიობი უყვარდათ  რეალურ ცხოვრებაში.[9]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • 1974 —იძულებითი გარემოებები —ნილუ
  • 1974 წელი — უსირცხვილო
  • 1975 —კედელი—ანიტა
  • 1976 — სკოლის სიყვარული — რუპა
  • 1976 — ტყვია — საპნა
  • 1977 — ამარი, აკბარი, ენტონი —ჯენი
  • 1978 — ქმარი, ცოლი და —ნიტა
  • 1978 —არაჩვეულებრივი წინადადება — რეხა
  • 1979 —შავი ქვა —ანიტა
  • 1979 —ქურდი და ჯარისკაცი —ბჰარტი ხანი
  • 1979 — ოჯახური ბედნიერება —ანუ
  • 1980 —ორჯერ ორი - ხუთი—ანჟუ შარმა
  • 1980 —დამწვარი მატარებელი —ქალბატონი შანტალი ვინოდ ვარმა
  • 1980 —აბდულა
  • 1981 — ცხელი გული —სურელი
  • 1981 —ანგარიშსწორება—რიტა
  • 1981 — ეტაპობრივად
  • 1981 —ისმინე ჩემი ხმა— რიტა
  • 1981 — კალია —შალინა
  • 1981 —დაცვა—ჩანდრა
  • 1982 —პატრიოტი—პრიტი
  • 1982 —შფოთვა—სანტი
  • 1982 — ერთგული მსახური — ნიშა
  • 1982 —სამი ძმა —მარი
  • 1983 —ღრმა ჭრილობა —რენუ
  • 1983 — ყველაფერი სიყვარულისთვის —სონა
  • 1983  —გამომწვევი—ნირმალა შარმა
  • 1985 —სიტამგარი—შილა
  • 1986 —უძლეველი—ნიშა

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. "Parveen Babi's iconic Time magazine cover – Movies News – Bollywood – ibnlive". Ibnlive.in.com. 31 August 2012. Archived from the original on 1 September 2012. Retrieved 6 October 2012.
  2. "Time magazine features starlet Parveen Babi on its cover, sets Bombay on fire"[მკვდარი ბმული]. India Today. 11 June 2014. Retrieved 16 February 2021.
  3. "Parveen Babi". The Independent. 25 January 2005. Retrieved 19 October 2021.
  4. "Parveen wanted to be left alone", The Times of India, 30 January 2005 Archived 5 December 2008 at the Wayback Machine
  5. "Former filmstar Parveen Babi sees plots everywhere : INDIASCOPE" დაარქივებული 2021-11-13 საიტზე Wayback Machine. . India Today. 19 August 2002. Retrieved 28 October 2012.
  6. "Court throws out plea of film actress". Gulf News. Retrieved 28 October 2012.
  7. "Remembering Parveen Babi: The Tragic Life and Death of One of Bollywood's Most Beautiful Actress". Masala!. 20 February 2020.
  8. "Parveen Babi dies, alone in death as in life", The Times of India, 22 January 2005.
  9. «Bollywood star Parveen Babi dies»
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარვინ_ბაბი“-დან