პაპუნა ქაიხოსროს ძე წერეთელი (დ. 1740 ― გ. 1790) — იმერეთის სამეფოს სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე. ზემო ქვეყნის სარდალი, მოლარეთუხუცესი. სოლომონ I-ის პოლიტიკური მიმდევარი და მისი ერთგული თავადი. მონაწილეობდა სოლომონის მიერ როსტომ რაჭის ერისთავის დამარცხებასა და მისი ოჯახის სასტიკად დასჯაში. 1779 წელს იყო იმერთა ჯარის „სპასალარი“ რუხის ბრძოლაში. დიდი როლი შეასრულა დავით II გიორგის ძის გამეფებაში, შემდეგ ბერი წულუკიძესთან ერთად მეთაურობდა თავადთა იმ ჯგუფს, რომელმაც დავით გიორგის ძე ტახტიდან ჩამოაგდო და სოლომონ II-ის სახელით გაამეფა ტახტის პრედენდენტი დავით არჩილის ძე. პაპუნა წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული მოდინახეს ციხის აშენება.

პაპუნა წერეთელი
ეროვნება ქართველი
ჯარის სახეობა ზემო იმერეთის ჯარის სარდალი
წოდება მოლარეთუხუცესი
ბრძოლები/ომები ხრესილის ბრძოლა
რუხის ბრძოლა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 308.
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 2, თბ., 1981;
  • ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784-1789 წწ., «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1960;