პაპეეტე
პაპეეტე (ფრანგ. Papeete, ტაიტ. Pape’ete) — საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქი, მდებარეობს არქიპელაგ საზოგადოების კუნძულებზე არსებულ კუნძულ ტაიტიზე.
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
პაპეეტე ფრანგ. Papeete, ტაიტ. Pape’ete | |||
პაპეეტეს ხედი | |||
| |||
ქვეყანა | საფრანგეთის პოლინეზია | ||
კოორდინატები | 17°32′00″ ს. გ. 149°34′00″ დ. გ. / 17.53333° ს. გ. 149.56667° დ. გ. | ||
ქალაქის მერი | მიშელ ბუილარი (Michel Buillard) | ||
დაარსდა | 1818 | ||
ფართობი | 17,4 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 9 მეტრი | ||
მოსახლეობა | 26 017 კაცი (2007) | ||
სიმჭიდროვე | 1495,23 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 127 635 | ||
სასაათო სარტყელი | UTC-10 | ||
სატელეფონო კოდი | 98714 | ||
საფოსტო ინდექსი | 98714[1] [2] და 98713[2] | ||
ოფიციალური საიტი | ville-papeete.pf ville-papeete.pf ville-papeete.pf | ||
კლიმატი
რედაქტირებაკლიმატი პასატურია სუბეკვატორულთან მსგავსი. ტემპერატურა მთელი წელი პრაქტიკულად მუდმივია. სეზონი ნოემბრიდან მაისამდე ტენიანია, ხოლო ივნისიდან ოქტომბრამდე მშრალი. ამასთან ერთად ნალექი მშრალ სეზონშიც მოდის და ამიტომ ისინი თანდათანობით შეუმჩნევად ერწყმიან ერთმანეთს.
ისტორია
რედაქტირებამისიონერი უილიამ კრუკი იყო პირველი ევროპელი, რომელიც 1818 წელს ეწვია პაპეეტეს და იქვე დასახლდა. ХІХ საუკუნეში მიმდინარეობდა ქალაქის მზარდი განვითარება და გაფართოება. პაპეეტე იქცა ქვეყნის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრად. ის 1827 წელს გახდა ტაიტის დედოფლის პამარე IVს რეზიდენცია, რომელმაც 1830 წელს პაპეეტე ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა. საფრანგეთის მმართველობის პერიოდში 1843 წელს ტაიტიზე შეიქმნა პროტექტორატი, ეს ქალაქი უკვე ფრანგული პოლინეზიის ოფიციალური დედაქალაქი გახდა.
1884 წელს ხანძარმა პაპეეტეს მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია, ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი 1906 წლის ციკლონმაც მიაყენა. ამასთან ერთად ქალაქში ჩასახლდა ზოგიერთი ჩინელი, რამაც გამოიწვია მისი მოსახლეობის სწრაფი ზრდა და იმ დროისათვის შეადგინა 5000 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი იბომბებოდა იაპონიის მიერ, რამაც მას ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ადრე პაპეეტეს ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის, 1960 წელს აშენებული ბეტონის ნაგებობების, კრიმინალის, პროსტიტუციის და გარემოს დაჭუჭყიანების გამო ჰქონდა საკმაოდ ცუდი რეპუტაცია. მაგრამ ბოლო დროს ქალაქის მესვეურთა დიდი შრომის შედეგად ჩატარდა ქალაქის მთლიანი რემონტი, ამიტომაც დღეს იგი წარმოადგენს ცხოვრებისათვის მშვენიერ რაიონს სუფთა ჰაერით და დასვენების ყველა საშუალებებით.
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის რაოდენობა ქალაქ პაპეეტეში შეადგენს 26 017 ადამიანს[3] (2007), მაგრამ მისი აგლომერაცია გაცილებით მრავალრიცხოვანია — 130 ათასი ადამიანი (2007 წელი).
ტრანსპორტი
რედაქტირებაპაპეეტე არის ფრანგული პოლინეზიის მთავარი საზღვაო პორტი, ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ფააას საერთაშორისო აეროპორტი, რომლიდანაც მრავალ ქვეყანაში ხორციელდება რეისები.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1891 წლიდან ამ ტერირტორიაზე ცხოვრობდა პოლ გოგენი. მოკლე დროით საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ (1893—1895), ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო ის სამუდამოდ გადასახლდა ოკეანეთში — პირველად ტაიტიზე, 1901 წლიდან კი კუნძულ ჰივა-ოაზე (მარკიზის კუნძულები).
1980 წლის 20 აგვისტოს აქ გარდაიცვალა ჯო დასენი.
2013 წელს აქ ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი პლაჟის ფეხბურთში.
გალერეა
რედაქტირება-
Présidence
-
Papeete Cathédral
-
Paofai Temple
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Base officielle des codes postaux — La Poste, 2018.
- ↑ 2.0 2.1 http://www.ville-papeete.pf/articles.php?id=3043
- ↑ მოსახლეობის აღწერა (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-03. ციტირების თარიღი: 2007-12-03.
ლიტერატურა
რედაქტირება- Kay, Robert F. Hidden Tahiti, Ulysses Press, Berkeley, California, 2001. ISBN 1-56975-222-2.