პანტერა (წიგნი)
პანტერა (პოლ. Wampir) 一 პოლონელი ნობელიანტი ავტორის, ვლადისლავ რეიმონტის 1911 წლის მოდერნისტული საშინელებათა რომანი.[1][2]
„პანტერა“ | |
---|---|
Wampir | |
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ვლადისლავ რეიმონტი |
ქვეყანა | პოლონეთი |
ენა | პოლონური |
ჟანრი | რომანი, მოდერნისტული საშინელებათა რომანი |
გამოცემის თარიღი | 1911 |
მთარგმნელი | ამბროსი გრიშიკაშვილი |
ქართულად გამოიცა | 2012 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 212 |
ISBN | 978-9941-439-47-6 |
სათაური
რედაქტირებანაწარმოები რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად იქმნებოდა. 1904 წელს პირველად გამოჩნდა ნაწარმოები კურიერ ვარშავსკიში, სახელწოდებით ნისლებში, რითაც ავტორი ხაზს უსვამდა ნაწარმოებში მოქმედების არეალის 一 ლონდონის კლიმატურ მდგომარეობას, თუმცა შვიდი წლის შემდეგ, მრავარი რედაქტირებისა და შესწორების ფონზე, ავტორმა ნაწარმოებს სახელი შეუცვალა და დაარქვა ვამპირი.
ფონი
რედაქტირებამე-19 საუკუნის ვროცლავში სპირიტუალური საზოგადოება აყვავებულიყო, რამაც დიდი დაღი დაასვა თავად ავტორსაც. ვლადისლავი გატაცებული იყო სპირიტუალური სეანსებით და თავად მკითხავებთანაც საკმაოდ ახლო შეხება ჰქონდა. ერთხელ, ერთი ასეთი სეანსისას, რიგითმა მკითხავმა მას დიდი ქონება და ნობელის პრემია უწინასწარმეტყველა. ავტორის ბიოგრაფები ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ვროცლავში გატარებულმა პერიოდმა და მისმა ოკულტისტური თემებით დაინტერესებამ შთააგონა მას შეექმნა ეს საშინელებათა ჟანრის ნაწარმოები.
ცნობილ ჰომეოპათ ექიმ იოზეფ დრჟევიცკიესთან ერთად, 1894 წლის ივლისში მომავალი ნობელის პრემიის ლაურეატი გაემგზავრა ლონდონში, თეოსოფიური საზოგადოების კონგრესზე. თეოსოფისტების შეხვედრისას რეიმონტი გაეცნო ოკულტისტ თეოსოფოსსა და მწერალს, ელენა პეტროვნა ბლავატსკაიას და მისი გავლენის ქვეშ მოექცა. მისმა თეოსოფიურმა იდეებმა მყისვე მიიპყრო რეიმონტის ყურადღება და მისი გავლენის ქვეშ მყოფმა, ბლავაცკაიას ნააზრევიც საკუთარ ნაწარმოებშიც ასახა.
მდებარეობა
რედაქტირებარეიმონტმა მოქმედების არეალად აირჩია ლონდონი 一 შეიძლება ითქვას, იმდროინდელი მსოფლიოს დედაქალაქი და კულტურული ცენტრი, სადაც წარმატების, სიყვარულისა და ფულის მაძებარი ემიგრანტები ჩადიოდნენ. ავტორმა ქალაქი წარმოაჩინა, როგორც საიდუმლო დაწასაბეულებების მქონე ადგილი, სავსე ქუჩის მქადაგებლებითა და მასონური ლოჟებით. ეს არის ერთგვარი ლაბირინთი, საიდანაც, ავტორის თქმით, დახვეული დერეფნებიდან გამოსვლა რთულია. თავის მხრივ, ქალაქში გაბატონებული სპეციფიკური კლიმატი ამ ადგილს უსიამოვნოსა და შემზარავს ხდის. ნისლიანი ლონდონი ემსგავსება უფსკრულს, რომელშიც ადგილობრივიც კი მარტივად იკარგება.
სიუჟეტი
რედაქტირებანაწარმოების მთავარი გმირი 一 ზენონი 一 ლონდონში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტია, რომელიც ყოველდღიურად ეწევა ლიტერატურულ საქმიანობას. მალე, ის საკუთარი საცოლის, ბეცის ძმის 一 ჯონის 一 გავლენით უერთდება ადგილობრივ სპირიტუალისტურ დაჯგუფებას. აქ იგი შეხვდება მშვენიერ, იდუმალებით მოცულ დეიზის, რომელიც ყოველთვის თან შავ პანტერასთან ერთად დადის. სეანსის წევრები განიცდიან ჰალუცინაციებს, შფოთვებს, ხილვებს, ტრანსებს, გაორებას 一 შედეგად, ზღვარი რეალობასა და სიზმარს შორის ბუნდოვანი ხდება. ზენონი ავტომატურად ემორჩილება დეიზის ხიბლს, რომელიც, როგორც ვამპირი საშინელებათა რომანიდან, იწოვს მის შინაგან ენერგეტიკას და ხდება მისი უბედურებისა და არასწორი არჩევანის მიზეზი. თანდათანობით, მწერალი სატანიზმის გავლენის ქვეშ ექცევა, ესწრება შავ მესას. როგორც ერთ-ერთი ლიტერატურათმცოდნე წერს: „ის ხდება არა იმდენად სატანის მიმდევარი, რამდენადაც სატანის მქადაგებლისა“.[3] საქმე იქამდეც მიდიც, რომ ზენონი საკუთარ სიყვარულსაც უარყოფს იმისთვის, რომ დეიზისთან ყოველდღიურ სიახლოვეში იყოს. მას აღარც ის ადარდებს, რომ მამაა და წითური ქალბატონით დატყვევებული ზენონი სამშობლოში დაბრუნებაზეც კი უარს ამბობს, რომ მიხედოს საკუთარ ქალიშვილ ვანძიას და დედას 一 ადას.
იხილეთ ასევე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Wampir w bibliotece Polona
- Dolnośląska Biblioteka Publiczna (wbp.wroc.pl) - https://www.wbp.wroc.pl/wbp/index.php/pl/?option=com_content&view=article&id=3106
- Goodreads - The Vampire by Wladyslaw Reymont
- intelekti.ge - მიმოხილვა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://intelekti.ge/book_ge.php?id=124
- ↑ https://www.goodreads.com/book/show/6899052-wampir
- ↑ Piasecka E., Dolina mroku. Groza i niesamowitość w prozie polskiej lat 1890-1918., Opole 2006, s. 157.