პამელა რენდი-ვაგნერი
პამელა რენდი-ვაგნერი ( გერმ. Pamela Rendi-Wagner, დ. 7 მაისი, 1971, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი პოლიტიკოსი, ექიმი და მასწავლებელი, 2017 წელს ჯანდაცვის მინისტრი, 2018 წლიდან 2023 წლამდე ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SDP) თავმჯდომარე.
პამელა რენდი-ვაგნერი | |
---|---|
გერმ. Pamela Rendi-Wagner | |
დაბადების თარიღი | 7 მაისი, 1971[1] [2] [3] (53 წლის) |
დაბადების ადგილი | ვენა[4] |
მოქალაქეობა | ავსტრია |
განათლება | ვენის უნივერსიტეტი, GRG 12 Erlgasse[5] , London School of Hygiene & Tropical Medicine[6] და ექიმთა სამეფო კოლეგია |
მეუღლე/ები | Michael Rendi[7] [5] [6] |
pamelarendiwagner.at | |
ბიოგრაფია
რედაქტირება1996 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. შემდეგ სწავლობდა ლონდონში ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლაში და ექიმთა სამეფო კოლეჯში. მან სპეციალიზაცია გაიარა ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის მიმართულებით. 2008 წელს პამელამ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში იგივე სფეროში გაიარა ჰაბილიტაცია [8] თემაზე „პრევენცია ვაქცინაციით“.
1998 წელს გახდა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარი. ის ასევე პრაქტიკას გადიოდა კაიზერ ფრანც იოზეფის საავადმყოფოში. 2008-2011 წლებში კითხულობდა ლექციებს თელ-ავივის უნივერსიტეტში. 2011 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მედიცინის დეპარტამენტს და BASG-ს (ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფედერალურ ოფისს). [8]
2017 წლის 8 მარტს დაინიშნა ჯანდაცვისა და ქალთა საკითხების მინისტრად დაინიშნა კრისტიან კერნის მთავრობაში. იმავე თვეში შეუერთდა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (2012 წლიდან არის სოციალ-დემოკრატიული აკადემიური ასოციაციის წევრი).
2017 წლის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან აირჩიეს ავსტრიის 26-ე მოწვევის ეროვნულ საბჭოში.[9]
2017 წლის 18 დეკემბერს მან დატოვა სამთავრობო პოსტი. 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალ თავმჯდომარედ, [10] ხოლო 2018 წლის ნოემბერში ოფიციალურად აირჩიეს ამ თანამდებობაზე. [11] 2019 წელს მან შეინარჩუნა ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის წევრის მანდატი. [12]
2020 წლის თებერვალში ავსტრიის სოციალ-დემოკარატიულმა პარტიამ მოაწყო საკუთარი წევრების გამოკითხვა, რათა შეეფასებინათ მათი ნდობა რენდი-ვაგნერისადმი და მოსაზრებები სოციალ-დემოკრატიის ძირითად საკითხებზე. [13] კვლევა 2 აპრილს დასრულდა, თუმცა შედეგების განხილვა COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა. შედეგები გამოცხადდა 6 მაისს: ხმების 41,3%-ით რენდი-ვაგნერმა მიიღო 71,4% მოწონება და ამიტომ გამოცხადდა, რომ იგი დარჩებოდა პარტიის ლიდერად. ვაგნერმა წარმოადგინა პლატფორმის კონცეფცია სახელწოდებით "ახალი სოლიდარობა ავსტრიისთვის", რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს კეთილდღეობის გაძლიერებას ჯანდაცვაზე ფოკუსირებით, ასევე ინვესტიციების მოზიდვით, დასაქმებით და საგადასახადო სამართლიანობით. [14]
2023 წელს პამელა რენდი-ვაგნერმა დაიკავე მესამე ადგილი კენჭისყრაში პარტიის თავმჯდომარის პოსტზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს შორის. [15] .2023 წლის ივნისში იგი შეცვალა ჰანს პეტერ დოსკოზილმა. [16]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაპამელა რენდი-ვაგნერის დედა საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო. მამა — ფსიქოლოგიის პროფესორი და ტარტუს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილს დედა მარტო ზრდიდა, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მამამ მას პოლიტიკური და ფემინისტური იდეები გააცნო. პამელას ჰყავს ორი ნახევარძმა.
პამელას ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. მისი მეუღლეა ტომას დროზდა — ავსტრიის ყოფილი ელჩი ისრაელში და ყოფილი კანცელარიის მინისტრის კაბინეტის ხელმძღვანელი. [17]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.geschichtewiki.wien.gv.at/Pamela_Rendi-Wagner
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Česko-Slovenská filmová databáze — 2001.
- ↑ Wer ist Wer
- ↑ 5.0 5.1 Theorie und Praxis // Wiener Zeitung — Wien: 2018. — გამ. 186. — S. 9.
- ↑ 6.0 6.1 Die besseren Hälften der Spitzenkandidaten // Kronen Zeitung / C. Dichand — (untranslated), 2019. — გვ. 14.
- ↑ Egyed M., Riss K. Plan P wie Pamela // Der Standard / Hrsg.: O. Bronner — 2017. — S. 11.
- ↑ 8.0 8.1 Lebenslauf Ministerin Pamela Rendi-Wagner de. bmgf.gv.at. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
- ↑ Kern nach SPÖ-Gremien: „SPÖ bereitet sich auf Opposition vor” – Neuaufstellung der SPÖ de. ots.at (2017-10-23). ციტირების თარიღი: 2017-10-23.
- ↑ Rendi-Wagner baut SPÖ-Spitze um de. orf.at (2018-09-25). ციტირების თარიღი: 2018-10-06.
- ↑ Rendi-Wagner zur SPÖ-Parteichefin gewählt de. orf.at (2018-11-24). ციტირების თარიღი: 2018-11-24.
- ↑ Nationalratswahl 2019: Verlautbarung des Stimmenergebnisses de. wien.gv.at (2019-12-09). ციტირების თარიღი: 2019-10-21.
- ↑ Rendi-Wagner asks SPÖ members a question of confidence de (2020-02-14). ციტირების თარიღი: 2021-12-04.
- ↑ Rendi-Wagner remains SPÖ leader de (2020-05-06). ციტირების თარიღი: 2021-12-04.
- ↑ Hans Peter Doskozil gewinnt SPÖ-Mitgliederabstimmung de. diepresse.com (2023-05-22). ციტირების თარიღი: 2023-06-04.
- ↑ Doskozil ist neuer SPÖ-Chef de. orf.at (2023-06-03). ციტირების თარიღი: 2023-06-04.
- ↑ Pamela Rendi-Wagner: Much more than the better half de (2011-06-04). ციტირების თარიღი: 2021-12-04